ომეპრაზოლი 20მგ #10კაფს(ბულგ)

ომეპრაზოლი 20მგ #10კაფს(ბულგ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11285
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ომეპრაზოლის 20 მგ-იანი კაფსულა



შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ომეპრაზოლი (შეფუთული გრანულები)  . . . . . . . . . . . 20 მგ

თითოეული კაფსულა შეიცავს: ომეპრაზოლი (შეფუთული გრანულები)  . . . . . . . . . . . 20 მგ

აღწერილობა:
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი

საერთო ინფორმაცია

მოქმედება : ომეპრაზოლი წარმოადგენს ახალი კლასის ანტისეპტორულ შენაერთს, შენაცვლებულ ბენზიმიდაზოლს. ომეპრაზოლი არის K+H+- ატფა-ზას ენზიმური სისტემის ინჰიბიტორი. იგი თრგუნავს K+H+- ატფა-ზას აქტიურობას კუჭის პარიენტალურ უჯრედებში და ამით ახორციელებს კუჭის წვენის სეკრეციის ბლოკირებას.

ვინაიდან აღნიშნული ფერმენტული სისტემა მიეკუთვნება კუჭის ლორწოვანი გარსის პროტონულ ტუმბოს, ომეპრაზოლი მიჩნებულია, როგორც კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბიტორი, რომელიც ახდენს საბოლოო სეკრეციის ბოლო საფეხურის ბლოკირებას. აღნიშნული ეფექტური დოზა დამოკიდებულია და იწვევს კუჭის წვენის როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას გამაღიზიანებელის განურჩევლად.

შრატში გასტინის ეფექტი : შრატში გასტრინის დონე მომატებულია პირველი 1-2 კვირის განმავლობაში    ომეპრაზოლის ჩვეულებრივი დღიური თერაპიული  დოზის მიღებისას (ერთი კაფსულა ერთხელ დღეში). ხოლო შემდგომში ის არ იმატებს. გასტრინის დონე მცირდება და უბრუნდება საწყის ნორმას  მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი-ორი კვირის განმავლობაში.

სხვა ეფექტები :
ომეპრაზოლის სისტემური ეფექტები CNS-ზე კარდიოვასკულარულ და რესპირატორულ სისტემაზე არ არის დადგენილი. ომეპრაზოლის მიღებისას 30-40 მგ-ი 3-4- კვირის განმავლობაში არ აღინიშნება რაიმე სახის ზეგავლენა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ნახშირწყლების ცვლაზე ან პარათიროიდული ჰორმონის, კორტიზონის, ესტრადიოლის, ტესტოტერონის, პროლაქტინის, ქოლეცისტოცინინის ან სეკრეტინის მიმოქცევის დონეზე.

კუჭის გაწმენდის მიზნით გამოიყენება ომეპრაზოლის 90 მგ-იანი მყარი და თხევადი კომპონენტები. მზარდი შიდა კუჭისმიერი pH-ს დროს ომეპრაზოლი მიიღება 14 დღის განმავლობაში. ბაქტერიები შეიძლება აღმოჩენილ იქნას ნერწყვშიც. ნებისმიერი სახის დოზის ცვლილება ძეიძლება განსაზღვრულ  იქნას მკურნალობის შეწყვეტიდან სამი დღის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა :
ომეპრაზოლის კაფსულები შეიცავს ნაწლავში ხსნად გრანულებს მჟავე-გამძლე გარსით, ვინაიდან თავად ომეპრაზოლი არამდგრადი მედიკამენტია მჟავე ხსნარში. შეწოვა ხორციელდება სწრაფად, მას შემდეგ რაც გრანულები გადადიან კუჭიდან ნაწლავებში. ომეპრაზოლის მოქმდებების უმაღლესი მწვერვალი პლაზმაში განისაზღვრება  დაახლოებით 0,5-3,5 საათში. აბსოლიტური ბიოშეღწევბადობა დგება 30-40%-ზე 20-40 მგ-იანი დოზის მიღების დროს. აბსოლიტური პლაზმური ბიოაქტიურობის ნახევარ სიცოცხლე შეადგენს დაახლოებით 0.5-ს 1 საათში ან კიდევ 500/600 მლ-ს წუთში. პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს დაახლოებით 95 %-ს.

დოზის უმრავლესობა (დაახლოებით 77 %) გამოიყოფა შარდში არაუმტეს სამი მეტაბოლიტით. აქედან ორი ნაჩვენებია ჰიდროქსიომეპრაზოლისა და ნახშირმჟავას მიღების დროს.

ქრონიკული ღვიძლის დაავადებით დაავადებულ პაციენტებში დაახლოებით 100%-ს შეადგენს. პლაზმის ნახევარ-სიცოცხლე იზრდება დაახლოებით 3 საათით, რაც შედარებულია 0.5-1 საათში ნორმალურ პლაზმურ სიცოცხლესთან.

ქრონიკული თირკმლის უკმარესობით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც კრეატინის კლირენსი მერყეობს 10-დან 62 მლ/წთ-ში/1.73 მ2. ვინაიდან შარდის გამოყოფა  ეს არის პირველადი გზა ომეპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფის მიზნით, ომეპრაზოლის პლაზმის კლირენსი აღწევს 250მლ/წთ-Aში და მისი პლაზმური ნახევარ სიცოცხლე განისაზღვრება ერთი საათით ერთჯერადი 20-მგ-იანი ომეპრაზოლის დოზის ფარმაკოკინეტიკური შესწავლის დროს.

დამატების დოზის მიღება აუცილებელია ეროზიული ეზოფაგიტის დროს და ასევე ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში.

ჩვენებები :
• თორმეტ-გოჯა ნაწლავის წყლული ;
ომეპრაზოლის კაფსულის მიღება რეკომედირებულია აქტიური თორმეტ-გოჯა ნაწლავის წლულის ხანმოკლე მკურნალობისათვის. ზოგიერთ პაციენტებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ოთხ კვირამდე. ზოგიერთი პაციენტები კიდევ მოითხოვენ დამატებით ოთხ კვირას თერაპიისათვის.
• ომეპრაზოლის კაფსულები, კლარიტრომიცინთან კომბინაციაში გამოიყენება H. პიროლის ინფექციური დაავადებების დროს. 
• კუჭის წყლული
ომეპრაზოლის კაფსული მიღება რეკომედირებულია კუჭის წყლულის ხანმოკლე მკურნალობისათვის (4-8 კვირის განმავლობაში).
• გასტრო-ეზოფაგური რეფლექსის შესუსტების მკურნალობის დროს (GERD).
• სიმპტომატური GERD-ის დროს: ომეპრაზოლის კაფსულის მიღება რეკომედირებულია გასტრო-ეზოფაგური  რეფლექსის შესუსტების დროს არსებული სხვა გვერდითი სიმპტომების შემთხვევაში.
• ეროზიული ეზოფაგიტი: ომეპრაზოლის კაფსულის მიღება რეკომედირებულია ეროზიული ეზოფაგიტის ხანმოკლე მკურნალობისათვის (4-8 კვირის განმავლობაში), რაც შეიძლება გამოვლენილ იქნას ენდოსკოპიის დროს. ომეპრაზოლით მკურნალობის ეფექტურობის მიღწევის მიზნით მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს დაახლოებით 8 კვირა. იშვიათ შემთხვევებში კი 4 კვირა. ეროზიული ეზოფაგიტის დროს მკურნალობის მიმდინარეობა შეიძლება განისაზღვრებოდეს დაახლოებით 12 თვე.
• პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობა: ომეპრაზოლის კაფსულის მიღება რეკომედირებულია პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობის ხანმოკლე მკურნალობისათვის (მაგ. ზოლინგერ-ელინსონის სინდრომი, მრავლობითი ენდოკრინული ადენომები და სისტემური მასტოციტოზი).

უკუჩვენებები
ომეპრაზოლი იწვევს უკუჩვენებებს იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ თუნდაც მის ერთ-ერთ შემადგენელზე ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები:
ზოგადად: ომეპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება გამოვლენილ იქნას ატროფიული გასტრიტი. ომეპრაზოლის კაფსულბი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

წამლებთან ურთიერთქმედება :
ომეპრაზოლით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დიაზეპამთან, ვარაფარინთან და ფენიტოინთან ერთად, და იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან ღვიძლის უჯრედების ოქსიდაციის შედეგად.  მისი მოხმარება ასევე შეიძლება ციკლოსპორინთან, დიზულფირამთან, ბენზოდიაზეპინთან ერთად, ასევე კეტოკონაზოლთან, ამპიცილინთან, და რკინის სულფატთან ერთად). სიზასპრიდთან, პიმოიზიდთან ან ტერფენადინთან ურთიერთქმედების დროს შეიძლება გამოწვეულ იქნას გარკვეული უკუჩვენებები.

ორსულობა:
არ გამოიყენება ორსულ ქალებში. ომეპრაზოლი შეიძლება გამოიყენებოდეს ორსულობის დროს მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ კი ნაყოფზე პოტენციური რისკის ფაქტორი დადგენილია.

მეძუძური დედები:
ლაქტაციის დროს არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება.

პედიატრიული მოხმარების წესი:
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი კანზე, ყაბზობა, დიარეა, ხველა.

ჭარბი დოზა:
320-900მგ-ის მიღებისას ავადმყოფს აღენიშნება კონფუზია, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ტაქიკარდია.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ავადმყოფს უტარდება სიმპტომატური ხასიათის მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი:
თორმეტ-გოჯა ნაწლავის წყლული:
თორმეტ-გოჯა ნაწლავის წყლულის ხანმოკლე მკურნალობის დროს: მოზარდებში რეკომენდირებულია 20 მგ-ი ორალური დღიური დოზა. ზოგიერთ პაციენტებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4 ოთხი კვირა.

თორმეტ-გოჯა ნაწლავის წყლული რისკის ფაქტორის შემცირება: კლარინტრომიცინთან კომბინაციური თერაპია. 1-14 დღე: 40მგ-იანი ომეპრაზოლი (დილით) დამატებული 500 მგ-იანი კლარიტრომიცინი 15-28 დღე: 20 მგ-იანი ომეპრაზოლი.

კუჭის წყლული
მოზარდებში რეკომენდირებულია 40 მგ-იანი პრეპარატის მიღება 4-8 კვირის განმავლობაში.

გასტრო-ეზოფაგური რეფლექსის შესუსტება
მოზარდებში ორალური დოზის სახით რეკომენდირებულია 20 მგ-იანი ომეპრაზოლის მიღება ყოველ დღე 4 კვირის განმავლობაში.  ეროზიული ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტებში ორალური დოზა განისაზღვრება 20 მგ-ით დღეში 4-8 კვირის განმავლობაში.

პათოლოგიური ჰიპერსექტორული მდგომარეობის დროს:
პრეპარატის დოზა ცვალებადია და დგინდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მოზარდებში რეკომენდირებულია 60 მგ-ი ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 120მგ-მდე იმ ზოგიერთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მოშლილობა. იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ ზოლინგერ-ელინსონის სინდრომი, ომეპრაზოლის მიღება რეკომენდირებულია ხუთი წლის განმავლობაში.

ომეპრაზოლი მიიღება ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა თითოეულ სტრიპში.