უტროჟესტანი 100მგ #30კაფს

უტროჟესტანი 100მგ #30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროგესტაგენური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პროგესტერონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10781
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

უტროჟესტანი
(PROGESTERONE)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.; პროგესტერონი ნატურალური მიკრონიზირებული-.100 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქალის სასქესო ჰორმონი, გესტაგენური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით. იგი წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს ქალებში საშვილოსნოს ენდომეტრიუმის პროლიფერაციის ფაზის ტრანსფორმირებას სეკრეტორულ ფაზაში.

ჩვენებები:
პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული დარღვევები:
პერორალური გზით შეყვანა: პრემენსტრუალური სინდრომი; მენსტრუალური ციკლის დარღვევა; ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია; პრემენოპაუზა; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია მენოპაუზაში (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში).
ვაგინალური გზით შეყვანა: ექსტრაკორპორული განაყოფიერების მომზადება და მართვა; სპონტანური და ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს ლუთეინური ფაზის შენარჩუნება; უნაყოფობა; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში); პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული და მოსალოდნელი აბორტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; საშვილოსნოს მიომის პროფილაქტიკა; ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.
ვაგინალური გზით პრეპარატის შეყვანა პერორალური შეყვანის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს შემდეგი მდგომარეობისათვის: ძილიანობის განვითარება; ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

დოზირების რეჟიმი:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების თავისებურებითა და ხასიათით.
პერორალური გზით შეყვანა: ხშირ შემთხვევაში, პროგესტერონის უკმარისობის დროს უტროჟესტანის დღეღამური დოზა შეადგენს 200-300 მგ (2-3 კაფსულა), გაყოფილს ორ მიღებაზე (დილას და საღამოს). ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (პრემენსტრუალური სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, დისმენორეა, პრემენოპაუზა) დღეღამური დოზა შეადგენს პრეპარატის 2-3 კაფსულას, რომელსაც უნიშნავენ 10 დღის განმავლობაში (ჩვეულებრივად ციკლის 17-დან 26-ე დღეს). ესტროგენების მიღების ფონზე მენოპაუზის ჰორმონოთერაპიით ჩანაცვლებით უტროჟესტანი მიიღება დღეში 2 კაფსულა 10-12 დღის განმავლობაში.
ვაგინალური გზით შეყვანა: პროგესტერონის სრული არ არსებობა არამოფუნქციონირე (არარსებული) საკვერცხეების (კვერცხუჯრედით დონორობა)  მქონე ქალებში: ესტროგენული თერაპიის ფონზე ინიშნება 1 კაფსულა დღეში ციკლიდან მე-13 და მე-14 დღეს, შემდგომში 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ციკლიდან მე-15 25-ე დღის ჩათვლით. 26-ე დღეს და ორსულობის განსაზღვრის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1 კაფსულის ოდენობით ყოველი კვირის განმავლობაში, მაქსიმუმ 6 კაფსულის მისაღწევად დღეღამის განმავლობაში, გაყოფილს სამ მიღებაზე. მოცემული დოზით პრეპარატის მიღება შესაძლებელია 60 დღის განმავლობაში.
ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორული განაყოფიერების ციკლის მომზადებისას: რეკომენდებულია 4-დან 6 კაფსულის მიღება დღეში, ქორიონული გონადოტროპინის ინექციიდან დაწყებული ორსულობის 20 კვირამდე. ლუთეინური ფაზის შენარჩუნება, სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის დროს, უნაყოფობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევასთნ: რეკომენდებულია 2-3 კაფსულის მიღება დღეში, დაწყებული ციკლის მე-17-ე დღეს 10 დღის განმავლობაში. მენსტრუალური ციკლის შეჩერების ან ორსულობის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება.
ორსულობის შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში, ან ჩვეულებრივი აბორტის პროფილაქტიკის მიზნით, რომელიც გამოწვეულია პროგესტერონის უკმარისობის ფონზე: პრეპარატი მიიღება 2-4 კაფსულა ყოველდღიურად ორ მიღებად ორსულობის 20 კვირამდე.
გვერდითი მოვლენები: ძილიანობა ან თავბრუსხვევა, რომელიც ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ; მენსტრუალური ციკლის შემოკლება და შუალედური სისხლდენა; ზემოთჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები ვლინდება მხოლოდ პრეპარატის პერო¬რალური მიღების შემთხვევაში.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება პერორალური გზით ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის შემთხვევაში წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის პერორალურად მიღებისას რეკომენდებულია წყლის მიყოლება. საშოში კაფსულა შეჰყავთ ღრმად. აღნიშნული პრეპარატი არ წარმოადგენს კონტრაცეპტულ საშუალებას.
პრეპარატის მიღებამ მძღოლებში შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი:
ბეზინ ინტერნეიშენელ, საფრანგეთი