პროჟესტოჟელი 80გ გელი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პროჟესტოჟელი
(PROGESTERONE)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 80 გ (32 დოზა)
1 დოზა 1 ტუბი; პროგესტერონი- 25 მგ 800 მგ: დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი; კარბომერი 934.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გესტაგენური პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს.
ფარმაკოკინეტიკა: ადგილობრივი მოქმედება, პრაქტიკულად არ შეიწოვება.
ჩვენებები: მასტოპათია; მასტოდინია.
დოზირების რეჟიმი: აპლიკატორის 1 დოზა ანუ 2.5 გ გელი დაიტანება თითოეული სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. საშუალოდ 5 გრამი ყოველდღიურად, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები: არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.