ლინკომიცინი ჰ/ქლ 0.25გ#20კ(კიე
გააზიარე:
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი
კაფსულები 250 მგ
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება:
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი;
1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ლინკომიცინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. კაფსულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ბაქტერიების საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების საშუალებები. ლინკოზამიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. ლინკომიცინი ანტიბიოტიკია, რომელიც პროდუცირდება Streptomyces linclniesis ან სხვა მონათესავე აქტინომიცეტებით და განეკუთვნება ლინკოზამიდების ჯგუფს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვასთან. ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ახდენს ბაქტერიოსტატულ და/ან ბაქტერიციდულ ეფექტს პრეპარატის კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმის მგრძნობელობის მიხედვით.
ჩვენებები.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, სინუსიტი, ყივანახველა, ასევე დიფტერია (როგორც დამხმარე თერაპია);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვვება, პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულები, აბსცესი, აკნე, ჭრილობის ინფექცია, ლიმფადენიტი, მასტიტი;
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები, მათ შორის ოსტეომიელიტი, ჩირქიანი ართრიტი;
- ბაქტერიული დიზენტერია.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ორსულობა, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები, მიასთენია.
სიფრთხილე გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მენინგიტის დროს, ვინაიდან ლინკომიცინი ძნელად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და მისი კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში საკმარისი არ არის. ლინკომიცინი განისაზღვრება დედის რძეში კონცენტრაციით 0.5-2.4 მკგ/მლ. კანის, პირის ლორწოვანი გარსის, საშოს სოკოვანი დაავადებების დროს ლინკომიცინი ფრთხილად გამოიყენება. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებით ან ალერგიით პენიცილინზე ანამნეზში.
წამლის ეს ფორმა უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი აძლიერებს მიორელაქსაციას, გამოწვეულს კურარეს მაგვარი და სანარკოზე საშუალებებით. დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, ცეფალოსპორინები, ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, პენიცილინები აქვეითებენ ლინკომიცინის ჰიდროქლორიდის ეფექტს. ნარკოტიკულ ანალგეზურებთან ერთად გამოყენებისას მატულობს რესპირატორული დაავადებების განვითარების შესაძლებლობა. ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის ხშირად ვითარდება მიკროორგანიზმების ჯვარედინი მდგრადობა.
განსაკუთრებული მითითებები.
პრეპარატით მკურნალობის დროს არ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ნაწლავის პერისტალტიკას. ლინკომიცინით მკურნალობა შეიძლება გართულდეს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებით როგორც უშუალოდ პრეპარატის მიღების დროს, ასევე 2-3 კვირაში ანტიბაქტერიული თერაპიის დასრულების შემდეგ. თუ საჭირო მკურნალობა არ ტარდება, შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი, შოკი, ტოქსიკური მეგალონი.
გამოყენების წესი და დოზები.
მოზრილებში შიგნით ინიშნება 500 მგ (2 კაფსულა) 3-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 8 საათში, მძიმე ინფექციებისას დღე-რამის დოზა იზრდება 2.0 გ-მდე, დაყოფილი 4 მიღებად. β-ჰემოლიტური სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა ნაკლებ 10 დღე, ოსტეომიელიტისას – 3 კვირამდე და მეტი. ოპტიმალური შეწოვის მისაღწევად საკვების მიღება რეკომენდებული არ არის 1-2 საათის განმავლობაში ლინკომიცინის შიგნით მიღებამდე და მის შემდეგ. ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია ლინკომიცინის დოზის შემცირება 1/3-1/2-ით და მიღებათა შორის ინტერვალების გაზრდა. 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 30 მგ/კგ დღე-ღამეში 3 ან 4 მიღებაზე; უფრო მძიმე ინფექციებისას 60 მგ/კგ დღე-ღამეში 3 ან 4 მიღებაზე.
ჭარბი დოზა. შესაძლებელია მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ალერგიული რეაქციები, ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ალერგიული რეაქციების დროს აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარება. ფსევდომემბრანოზული კოლიტის გამოვლინებისას აუცილებელია დაინიშნოს ვანკომიცინი, ბაციტრაცინი, მეტრონიდაზოლი, პრობიოტიკი. ჭარბი დოზის შემთხვევაში აუცილებელია გულისრევის გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
გვერდითი ეფექტები.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრება, დისკომფორტი მუცლის არეში, პერსისტირებადი დიარეა, სიყვითლე, ღვიძლის ფინქციური ტესტების მაჩვენებლების შეცვლა, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ეზოფაგიტი;
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აღწერილია აპლასტიური ანემიისა და პანციტოპენიის ერთეული შემთხვევები;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური და ვეზიკულარული დერმატიტი;
სხვა: შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, მათ შორის სოკოვანი.
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 კაფსულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი.
რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.