პეგ-ინტრონი 120მკგ ს/ფხვ #1შპრ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ინტერფერონები, იმუნომოდულატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პეგინტერფერონ ალფა-2ბ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 10496
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პეგინტრონი
PECINTRON
PECINTRON
საერთაშორისო დასახელება - interferon alfa-2b
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - L03AB
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტივირუსული საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 50 მკგ/0.5 მლ, 80 მკგ/0.5მლ,
100 მკგ/0.5 მლ, 120 მკგ/0.5 მლ, 150 მკგ/0,5 მლ: ფლ.
შპრიც - კალმები 50 მკგ/0.5 მლ, 80 მკგ/0.5 მლ, 100 მკგ/0.5 მლ, 120 მკგ/0.5 მლ, 150 მკგ/0,5 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინტერფერონი აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციას, რათა დაეხმაროს ორგანიზმს ინფექციების და ზოგიერთი მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. პეგინტრონი, რომელიც შეიცავს ინტერფერონს, გამოიყენება მონოთერაპიის სახით იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება აუტანლობა ან უკუჩვენება რიბავირინით ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობაში, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ვირუსულ დაავადებას. ქრონიკული C ჰეპატიტის ოპტიმალური მკურნალობა მიზნად ისახავს 2ბ ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციას.
პეგინტრონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ავადმყოფებში 18 წლის ასაკამდე
მიღების წესები და დოზები
ექიმი ნიშნავს პეგინტრონს პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვა ავადმყოფისათვის ამ წამლის გადაცემა დაუშვებელია.
ექიმი ნიშნავს შესაფერის დოზას პაციენტის წონიდან გამომდინარე. თუ საჭიროა დოზა იცვლება მკურნალობის დროს.
პეგინტრონი ჩვეულებრივ ინიშნება 0.5-1.0 მკგ/კგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, შესაძლოა 1 წლითაც დაინიშნოს.
თუ თქვენ გამოიყენებთ ინექციას, გთხოვთ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ დოზა ნამდვილად შეესაბამება რეცეპტში დანიშნულ დოზას.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ პეგინტრონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გთხოვთ მიმართოდ ექიმს ან ფარმაცევტს.
პეგინტრონი შეჰყავთ კანქვეშ. პრეპარატი შეიყვანება მოკლე ნემსით კანქვეშ. იხილეთ შესაბამისი ინსტრუქცია.
მოამზადეთ დოზა სანამ დაიწყებთ ინექციას და შეიყვანეთ დაუყოვნებლივ. არ გამოიყენოთ შეფერილი გამხსნელი.
პეგინტრონის ინექცია ტარდება ერთხელ კვირაში ერთსა და იმავე დღეს და საათზე, რაც იმის გარანტიაა, რომ არ დაგავიწყდეთ იგი.
პეგინტრონს იყენებენ აუცილებლად დანიშნული დოზის და დროის გათვალისწინებით. პეგინტრონის ინექციის ჩატარების წესი:
ინსტრუქციაში თქვენ გაეცნობით როგორ მიიღოთ წამალი. გთხოვთ წაიკითხოთ ინსტრუქცია ყურადღებით და როცა დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გასაგებია, შემდეგ გაიკეთედ ინექცია.
მოამზადეთ:
- პეგინტრონის ფლაკონი ფხვნილით ინექციისათვის;
- გამხსნელის ამპულა (წყალი ინექციისათვის);
- 1 მლ შპრიცი;
- გრძელი ნემსი (მაგ. 0.8-40 მმ), რომელიც გამოიყენება რათა პეგინტრონის ბოთლს დაუმატოთ საინექციო ხსნარი;
- მოკლე ნემსი (მაგ. 0,3-13 მმ) კანქვეშა ინექციისათვის;
- სტერილური ბამბა;
- დაიბანეთ ხელები.
მოხსენით თავი პეგინტრონის ფლაკონს. გაწმინდეთ ფლაკონის თავი სუფთა ბამბით. გახსენით შპრიცი. არ მიეკაროთ შპრიცის თავს. გახსენით გრძელი ნემსი და დაამაგრეთ შპრიცზე ისე, რომ ხელი არ მიაკაროთ ნემსს. გახსენით ამპულის თავი ფრთხილად ისე, რომ არ დაიღვაროს სითხე. შეიყვანეთ შპრიცი ამპულაში და ამოიღეთ საინექციო ხსნარი. ეს სითხე შპრიცით შეიყვანეთ ფლაკონში სადაც არის პეგინტრონის ფხვნილი. ფრთხილად გადაატრიალეთ ფლაკონი რამოდენიმეჯერ ფხვნილის განზავებამდე. ჰაერის ბუშტების გაჩენა დაუშვებელია. დაუყოვნებლივ ამოიღეთ დამზადებული ხსნარის საჭირო დოზა.
ამოარჩიეთ საინექციო ადგილი მხარზე ან მუცელზე, სადაც არის კანქვეშა ცხიმი. ჩაატარეთ საინექციო ადგილის დეზინფექცია სპირტით და გააკეთეთ ინექცია. წინასწარ დარწმუნდით, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვის სანათურში. ინექციის ადგილის მასაჟი არ არის საჭირო. წამლისა და შპრიცის ყველა დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიყაროს. ყოველთვის შეცვალეთ ინექციის ადგილი.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, პეგინტრონს ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: სიწითლე და გაღიზიანება ინექციის ადგილას, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი, გაციება, წონაში დაკლება, მადის დაქვეითება, სურდო, დიარეა, მუცლის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დეპრესია, აგზნება ან ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, თმების ცვენა, ხორხის მგრძნობელობის მომატება.
სხვა საერთო გვერდითი მოვლენები: ქავილი, მშრალი კანი, ნერვიულობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი მარჯვენა მხარეს ნეკნების გასწვრივ, გამონაყარი, პირის სიმშრალე, სუნთქვის გაძნელება, ვირუსული ინფექციები, ძილიანობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას), გულმკერდის არეში ტკივილი, დიარეა, დაბუჟება, ხველა, აგზნება, სინუსიტი, ხორხის მომატებული ან დაკლებული მგრძნობელობა, მეტეორიზმი, ლიბიდოს დაქვეითება, კანის სიწითლე, თვალების ტკივილი ან ინფექცია, ყაბზობა, ცხვირის ლორწოს შეშუპება, გაძნელებული მენსტრუალური პერიოდი.
დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულმკერდის არეში ტკივილი, გულის ცემის შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები, თავბრუ, დეპრესია, დაბუჟება, ძილიანობა, კონცენტრაციის შეუძლებლობა, კუჭის ძლიერი ხასიათის ტკივილი, სიცხე ან გაცივება რომელიც იწყება მკურნალობის შემდეგ და გრძელდება რამოდენიმე კვირა, წელის ტკივილი, მხედველობის და სმენის პრობლემა, სერიოზული სისხლდენა ცხვირიდან.
უკუჩვენება
- მგრძნობელობა (ალერგია) ალფა-2ბ ინტერფერონისადმი ან პეგინტრონის სხვა ინგრედიენტისადმი;
- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სხვა ინტერფერონებისადმი;
- აუტოიმუნური ჰეპატიტი ან იმუნური სისტემის სხვა პრობლემა;
- სერიოზული ნევროზი ან ფსიქიური დაავადებები;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვის სახით, რომელიც არ არის კონტროლირებადი წამლებით;
- სხვა გართულებანი, მძიმე ღვიძლის დაავადება (C ჰეპატიტის გარდა);
- თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დაავადება;
- კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება;
- ორსულობის დროს;
პეგინტრონი სიფრთხილით ინიშნება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- ღვიძლის დაავადებები (C ჰეპატიტის გარდა), თუ პაციენტი მკურნალობდა დეპრესიას, სხვა რომელიმე ნერვულ დაავადებას ან ფსიქიურ დაავადებას;
- დიაბეტიან ავადმყოფებში საჭიროა თვალის გამოკვლევა;
- თუ აღინიშნება სუნთქვის სისტემის ან სისხლის სერიოზული დაავადება;
- ფსორიაზის კლინიკა შეიძლება დამძიმდეს;
- თუ განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ისეთები როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სპაზმი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებული არიან გრიპთან ან სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ხველებას ან სუნთქვის გაძნელებას, მიმართედ ექიმს;
- შეატყობინეთ ექიმს თუ იღებთ ჩინურ ჰერბალურ მედიკამენტს შოსაიკოტოს.
ორსულობა და ლაქტაცია
პეგინტრონი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პეგინტრონის მიღებასთან დაკავშირებული დაღლილობის, ძილიანობის ან გაბრუების დროს არ არის მიზანშეწონილი ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თუ დაგავიწყდათ პეგინტრონის გამოყენება, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად. დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს იღებთ თუ არა სხვა რომელიმე წამალს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე).
პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 24 საათის განმავლობაში (გახსნის შემდეგ აუცილებელია მისი შენახვა მაცივარში 2-3°C ტემპერატურის პირობებში).
ფხვნილის ფერის შეცვლის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ქვეყანა - ირლანდია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით