დოქსორუბიცინ-კმპ 10მგ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დოქსორუბიცინი-კმპ
გენერიული დასახელება:
Doxorubicin
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი-0.01გ
დამხმარე ნივთიერება
მანიტი-0.04გ.
აღწერილობა: წარმოადგენს მოწითალო-ნარინჯისფერ ფოროვან მასას, ზომიერად იხსნება წყალში, არ იხსნება სპირტში.
ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0.01გ ფლაკონებში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტრაციკლინური ჯგუფის სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დოქსორუბიცინი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სიმსივნის და ლეიკოზის საწინააღმდეგო მოქმედება (იწვევს უჯრედების დნმ-ის ინტერკალირებას და ნუკლეინის მჟავების სინთეზის დათრგუნვას). გამოირჩევა სიმსივნის სხვადასხვა ფორმების მიმართ მაღალი აქტივობით, ახასიათებს იმუნოდეპრესიული აქტივობა, კარდიოტოქსიურობა, დამთრგუნველი მოქმედება სისხლის წარმოქმნის პროცესზე. შიგნით მიღებისას პრეპარატი არაეფექტურია.
ჩვენება:
რბილი ქსოვილების და ოსტეოგენური სარკომები, იუნგის სარკომა, სარძევე ჯირკვლების, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, მეზოთელიომა, ავთვისებიანი თიმომა, საყლაპავის, კუჭის, სანაღვლე გზების, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ინსულომა, ჰეპატოცელულარული კიბო, თირკმლის მენჯის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმლის კიბო, სათესლეების ჰერმინოგენული სიმსივნე, საკვერცხის კიბო, ვილმსის სიმსივნე, ნეირობლასტომა, ემბრიონული რაბდომიოსარკომა, ფალოპის მილების კიბო, საშვილოსნოს სხეულის კიბო, საშვილოსნოს სარკომა, საშვილოსნოს სხეულის და ყელის კიბო, პროსტატის კიბო, მწვავე ლეიკოზი, მიელომური დაავადება, ლიმფოგრანულემატოზი, არახოჯკინური ლიმფომა.
მიღების წესი და დოზირება:
დოქსორუბიცინი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში. წინასწარ ანტიბიოტიკს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.
პრეპარატის დოზა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, ფაზაზე, ავადმყოფის ასაკზე და ჰემოპოეზურ ფუნქციაზე.
მეტად გავრცელებულ სქემას წარმოადგენს პრეპარატის ვენაში შეყვანა 50-65მგმ2 დოზით. განმეორებითი შეყვანა წარმოებს 21 დღის შემდეგ. შედარებით დაბალი დოზებით ენიშნებათ ძვლის ტვინში არასაკმარისი რეზერვების მქონე ხანშიშესულ ავადმყოფებს ან ძვლის ტვინის ნეოპლაზმური ინფილტრაციის დროს.
იყენებენ აგრეთვე სხვა სქემებით მკურნალობას: 20-30მგმ2 ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში ყოველ 3-4 კვირაში ან 30მგმ2 1-ჯერ კვირაში 3-4 კვირიანი მკურნალობის კურსით. მკურნალობის კურსებს შორის შესვენება შეადგენს 3-4 კვირას.
დოქსორუბიცინის ვენაში შეყვანის დროს მისი სუმარული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 550მგმ2-ს. დოქსორუბიცინის კომბინაციის დროს სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად მისი დოზა მერყეობს 25-50მგმ2-ის დონეზე ყოველ 4 კვირაში, თუ იგი შეჰყავთ მიელოდამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად.
ავადმყოფებში, რომლებიც იყენებენ ფილტვის და შუასაყრის არეში რადიოთერაპიულ მკურნალობას, აგრეთვე ციკლოფოსფანთან კომბინაციის დროს, დოქსორუბიცინის რეკომენდირებული სუმარული დოზა შეადგენს არა უმეტეს 400მგმ2-ს.
წინააღმდეგჩვენება:
ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, მიოკარდიტი, მიოკარდის მწვავე ინფარქტი (გულის რითმის მკვეთრად გამოხატული დარღვევები), მწვავე ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, წყლულოვანი დაავადება, ბილირუბინემია, ორსულობა, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევები.
გვერდითი მოვლენები:
დოქსორუბიცინის მოქმედების ყველაზე სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს კარდიოტოქსიურობა და მიელოსუპრესია. ძნელად კომპენსირებადი კარდიოტოქსიურობა ხშირად აღენიშნებათ ავადმყოფებს პრეპარატის სუმარული დოზების მიღწევისას, 550მგმ2-ზე მეტი.
მიელოსუპრესია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება ლეიკოპენიით და თრომბოციტოპენიით, ჩვეულებრივ აღინიშნება დოქსორუბიცინის მიღებიდან 10-14 დღეზე; ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ნორმალიზაცია ხშირად მიმდინარეობს 21-22 დღეზე.
ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის ძნელად აღდგენის შემთხვევაში, საჭიროა დოქსორუბიცინის დოზის შემცირება, გარდა ამისა დოქსორუბიცინის მიღებისას უმრავლეს ავადმყოფებს, როგორც წესი აღენიშნებათ შექცევადი ალოპეცია, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება, სისხლძარღვოვანი დარღვევები ფლებოსკლეროზის სახით, პრეპარატის სწრაფად შეყვანისას ვენის ირგვლივ შეწითლება. ექსტრავაზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ირგვლივ მყოფი ქსოვილის მკვეთრად გამოხატული ნეკროზის განვითარებას.
სიფრთხილე და სიფრთხილის ზომები:
მკურნალობა საჭიროებს კარდიოლოგიური და ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მკაცრ კონტროლს. ავადმყოფებს უტარდებათ სისხლის სურათის და ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევები მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი კურსის ჩატარების წინ.
დოქსორუბიცინი ფართოდ გამოიყენება კომპლექსური პოლიქიმიოთერაპიული სქემებით მკურნალობისას. მხოლოდ მისი დანიშვნა არ შეიძლება 1 თვემდე ადრე სხვა მომდევნო სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დოქსირუბიცინი კარგად კომბინირდება ბლეომიცინთან, ვინბლასტინთან, ვინკრისტინთან, თიოფოსფამიდთან, მეტოტრექსატთან, ეტოპოზიდთან, პრედნიზოლონთან, 5-ფტორურაცილთან და ცისპლატინთან. არ შეიძლება მისი შეყვანა ერთ შპრიცში ჰეპარინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად. პრეპარატი შეუთავსებელია ეუფილინთან, ცეფალატინის ნატრიუმის მარილთან, დექსამეტაზონთან და ჰიდროკორტიზონთან ერთად.
ავადმყოფების მკურნალობა დოქსორუბიცინთან ერთად ციკლოფოსფანით, მიტომიცინით ან შუასაყრის რადიოთერაპიული მეთოდებით, აძლიერებს პრეპარატის კარდიოტოქსიური ეფექტის განვითარების რისკს.
გამოშვების ფორმა:
0.01გ (10მგ) 10მლ ან 15მლ ტევადობის ფლაკონებში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 5°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
1 წელი
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს “კიევმედპრეპარატი”
უკრაინა