ნატრიუმის ქლორ0.9% 5მლ#10ა

კოდი: 10205
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ნატრიუმის ქლორიდი

(SODIUM CHLORIDE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 9მგ ;

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. ელექტროლიტების ხსნარები.

კოდი ATX V07AB.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 9 მგ / მლ ახდენს წყლისა და მარილის ბალანსის ნორმალიზებას და აღმოფხვრის ადამიანის ორგანიზმში სითხის დეფიციტს, რომელიც ვითარდება დეჰიდრატაციის დროს ან უჯრედული სითხის დაგროვების შედეგად, ფართო დამწვრობისა და დაზიანებების კერაში, მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციებისა და  პერიტონიტის დროს. პრეპარატი აუმჯობესებს ქსოვილების პერფუზიას, ზრდის ჰემოტრანსფუზიული ღონისძიებების ეფექტურობას  სისხლის მასიური დაკარგვისა და შოკის მძიმე ფორმების დროს. ასევე ახდენს დეზინტოქსიკაციურ ეფექტს სითხის მოცულობის მოკლევადიანი ზრდის, სისხლში ტოქსიკური პროდუქტების კონცენტრაციის დაქვეითების და დიურეზის აქტივაციის შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა.

სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვთა სისტემიდან. პრეპარატი მცირე ხანს იმყოფება სისხლძარღვთა კალაპოტში, რის შემდეგაც გადადის ინტერსტიციალურ და უჯრედშიდა სექტორებში. 1 საათის შემდეგ, სისხლძარღვებში რჩება შეყვანილი ხსნარის  დაახლოებით მხოლოდ ნახევარი. ძალიან სწრაფად, მარილები და სითხეები იწყებენ თირკმელებით გამოყოფას, რაც ზრდის დიურეზს.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

სამკურნალო საშუალებების  ხსნარების მომზადება გარეგანი და პარენტერალური გამოყენებისთვის. შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ჭრილობების, ცხვირის ლორწოვანის გამოსარეცხად.

უკუჩვენებები

შეუთავსებლობა ძირითად სამკურნალო საშუალებასა და გამხსნელს შორის. არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალის გამოსარეცხად ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

სამკურნალო საშუალება თავსებადია უმეტეს სამკურნალო საშუალებებთან, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გასახსნელად, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც შეუთავსებელია ნატრიუმის ქლორიდთან, როგორც გამხსნელთან.

გამოყენების თავისებურებანი.

სამკურნალო საშუალების გახსნამდე საჭიროა შემოწმდეს შესაძლებელია თუ არა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენება მოცემული სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

გამოყენება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

 სამკურნალო საშუალების ზემომქმედება რეაქციის სისწრაფეზე სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

არ ახდენს გავლენას.

გამოყენების წესი და დოზირება.
გამოყენებულ იქნას ინტრავენურად, კუნთში ან რექტალურად, კანქვეშ ( რეკომენდებული გამოყენების წესის შესაბამისად). ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების გამოსარეცხად ხსნარი გამოყენებულ იქნას საკმარისი რაოდენობით.

ბავშვები.

ბავშვებთან პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

ჭარბი დოზირება.

სწორი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

გვერდითი რეაქციები.

სწორი გამოყენებისას გვერდითი რეაქციები არ შეინიშნება :

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები.

შენახულ  ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 °С.

შენახულ იქნას ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა.

5მლ ან 10 მლ ამპულაში, 5 ამპულა კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა შეკვრაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება „ჰალიჩფარმი“

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განმახორციელებლის მისამართი:

უკრაინა,79024,ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქ. 6/8

/დოკუმენტს ყველა გვერდზე ახლავს ხელმოწერა, ბეჭედი/

/ჯეროვნად ვფლობ რუსულ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/