საჩუქარი ავერსისგან - ტერფის უფასო კვლევა

საჩუქარი ავერსისგან - ტერფის უფასო კვლევა

ჯანმრთელი ტერფი = ჯანმრთელ ხერხემალს !!!

იცით, თუ არა, რომ საშუალოდ ადამიანი სიცოცხლეში 160 000 კმ–ს დადის.

თუ გიფიქრიათ, რა მძიმე სამუშაოს ასრულებენ  ჩვენი ქვედა კიდურები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, გვატარებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მოგეხსენებათ, ადამიანის  ორგანიზმი ერთიანი ბიომექანიკური მექანიზმია, ძვალსახსროვანი სისტემის ყველა ელემენტი მუდმივ ფუნქციურ კავშირშია ერთმანეთთან. ნებისმიერი მათგანის დისბალანსი იწვევს ცვლილებებს მთელ ორგანიზმში. ამ ერთიან სისტემაში განსაკუთრებით დიდია ტერფის როლი.

წარმოიდგინეთ  რა  დატვირთვას  უძლებს  ადამიანის ტერფი, რომელიც შედგება :  26  მცირე ზომის  ძვალი + 33 სახსარი + 107 მყესი + 12 გარეთა  და  19  შიგნითა  კუნთისა  და  იოგებისაგან. 

ტერფის უნიკალური სისტემა, ერგონომიულობის და ბიომექანიკური ბალანსის საოცარი, იდეალური ბიოლოგიური მოდელია.

ტერფის არასწორი დგომა იწვევს დატვირთვის არასწორ გადანაწილებას ქვედა კიდურების სახსრებსა და ხერხემალზე.  შედეგად  ჩნდება ზურგის ძვალ–სახსროვანი აპარატის დისბალანსი.  ჩნდება  სიმძიმის  შეგრძნება და  ტკივილი  ზურგის  არეში.  ამ  პრობლემების  გადაჭრის  დაგვიანება  იწვევს  სახსროვანიზედაპირების  დაზიანებას,  ოსტეოქონდროზს  და  მალთაშუა  დისკების  პროტრუზიას,  ტანდეგობის  დარღვევას  და ხერხემლის  გამრუდებას

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, სასკოლო  ასაკის ბავშვების 65%-ზე მეტს და განვითარებვული ქვეყნების მოსახლეობის 85%– აღენიშნება ტერფის პრობლემები. არსებული  რეალობიდან  გამომდინარე  აშკარაა  მზარდი ტენდენცია,  რის  გამოც თანამედროვე  მაღალტექნოლოგიური  ორთოპედიული კვლევები და ორთოპედიული პროდუქცია,  პრაქტიკულად  გადაიქცა  პირველადი  მოხმარების  საგნად
სამწუხაროდ, ტერფის ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია, ჩვენს მოსახლეობას პრაქტიკულად არ აქვს და ძირითადად იგებს მაშინ, როცა უშუალოდ ეწყება  გართულებები და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმეც, რომლებიც ან უკვე ვეღარ გვარდება, ან ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო (ხერხემლის პრობლემები: დისკოზი, ხერხემლის თიაქარი...).

კომპანია "ავერსმა", ცნობილ ამერიკულ ორთოპედიულ ბრენდ Aetrex-თან ერთად, საქართველოში სოციალური პროექტი დაიწყო.

პროექტის ამოცანა სწორედ ტერფის პრობლემის წინ წამოწევა და მხარდაჭერაა. ამ საკითხზე საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული კლინიკა მუშაობს, რაც აშკარად არასაკმარისია. პროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის შესახებ მასებისათვის სწორი ინფრომაციის მიწოდება, რათა თავიდანვე მიაქციონ ყურადღება სხეულის ბიომექანიკის ელემენტარულ საკითხებას, რათა მოხდეს უამრავი დაავადებებისა და მათი გართულებების პრევენცია.

ამჟამად,  თბილისში  ათი  ობიექტი  ფუნქციონირებს.  რეგიონებში - 13.

ავერსის აფთიაქებში, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს, ვთავაზობთ, ტერფის კვლების ყველაზე თანამედროვე მეთოდს, ტერფის სკანირებას... ბოლო თაობის ამერიკულ სკანერზე. 

პროცედურა უმარტივესია: დგებით ტერფის სკანერზე. აპარატი 15 წამში იღებს პედოგრამას. აპარატი თავად შეურჩევს ადამიანს LYNCO ORTHOTICS–ის სუპინატორს. სწორად შერჩეული ღაბაშის წყალობით წითელი ზონები ანუ ზედმეტად გადატვირთული უბნები ქრება. სუპინატორის ხმარების დროს ტერფი სრულყოფილად ასრულებს ამორტიზაციის ფუნქციას და დისბალანსიც სრულიად აღმოიფხვრება.

აპარატი ჩართულია აშშ–ის Aetrex-ის საერთაშორისო ქსელში და პროგრამულად კონტროლდება. ტერფის სკანირებული გამოსახულების გაგზავნა ადამიანს პირად ელფოსტაზეც შეუძლია.

ავერსის ორთოპედიული აფთიაქების პერსონალი ამ პროექტისთვის ამერიკელმა ტრენერებმა მოამზადეს.

გაითვალისწინეთ: 5-6 წლის ასაკში ბრტყელტერფიანობის განკურნება ჯერ კიდევ  შესაძლებელია, შემდგომ კი – მხოლოდ მისი  პროგრესირების შეჩერება თუ ხერხდება.

ამდენად, რაც უფრო ადრე გამოვავლენთ  ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და  დავიწყებთ  მკურნალობას, მით  უფრო ადვილად  მოხერხდება პროგრესირების  შეჩერება და  დეფორმაციის აღმოფხვრა.

 

საყურადღებოა, რომ სუპინატორები არ არის განკუთვნილი მხოლოდ პრობლემური ტერფებისთვის – მათი მოხმარების სპექტრი უფრო ფართოა, გულისხმობს მოსალოდნელი პათოლოგიების პრევენციას და უკვე არსებული დისკომფორტის მოხსნას.

სპეციალისტთა რეკომენდაციით, ადამიანმა ორთოპედიული ღაბაში უნდა გამოიყენოს:

  • * სპორტული და პროფესიული დატვირთვისას,
  • * ორსულობის დროს,
  • * ბრტყელტერფიანობისას,
  • * ტერფმრუდობისას,
  • * სკოლიოზის დროს,
  • * ვენური უკმარისობის დროს,
  • * ლიმფოსტაზის დროს,
  • * ქუსლის დეზის დროს,
  • * რევმატული დაავადებებისას,
  • * დიაბეტური ტერფის დროს.

ორთოპედიული პროგრამის მიერ შერჩეული ყოველი მოდელი, დიდ კომფორტს უქმნის პაციენტს, რომელსაც თითოეული ნაბიჯი სიამოვნებას ანიჭებს. სწორად შერჩეული ღაბაშის დანიშნულებაა ტერფის დგომის გასწორება, ამორტიზაციის ნორმალიზება, რაც, თავის მხრივ, სწორ სიარულსა და ტანდეგობას განაპირობებს. სწორი დგომა და სიარული სკოლიოზის, მენჯ-ბარძაყის სახსრის არათანაბარი დატვირთვისა და შემდგომი პრობლემების პრევენციაა. სწორად შერჩეული ღაბაში, ხსნის ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას, ტკივილს, ამცირებს ან აქრობს შეშუპებას.

– ყველა ტიპის  ღაბაშებს (სუპინატორებს) აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რომლებსაც 16 თვის განმავლობაში ინარჩუნებს, ჰიგიენური დამუშავების შემდეგაც კი. შესაძლებელია უნივერსალური ღაბაშის ჰიგიენური დამუშავება სველი ხელსახოცით (გაწმენდას), დანარჩენი ტიპის ღაბაშები კი სარეცხ მანქანაშიც შეიძლება გაირეცხოს 30–გრადუსიან რეჟიმში. ამით ისინი არ ზიანდება, არ კარგავს ფორმას.

ავერსი აფინანსებს ტერფის სკანირების პროცედურას ავერსის სპეციალიზებულ აფთიაქებში, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის

ტერფის უფასო კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ ფილიალებში:

თბილისში:

  • ✔️ საბურთალოზე, ავერსის კლინიკაში, ვაჟა–ფშაველას გამზ. N27ბ ტელ.: 210 63 53
  • ✔️ საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. №39. ტელ.: 231-18-34
  • ✔️ საბურთალოზე, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა). №1 ტელ.: 238-14-17
  • ✔️ საბურთალო, ავერსის რეაბილიტაციის ცენტრი, ალ. ყაზბეგის 16, ტელ: 2500-700 (5858). 
  • ✔️ საბურთალო, ვაჟაფ შაველას გამზ. 6 ტელ: 238 36 75
  • ✔️ საბურთალო, ფანასკერტელის ქ. N20 ტელ: 2 900-800 (3165)
  • ✔️ ვაკეში, არაყიშვილის N8 (აბაშიძის N26) ტელ. 222 00 41
  • ✔️ ვაკეში, ნ. ყიფშიძის ქ. №6 ტელ. 2 900-800 (3167)
  • ✔️ დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. №5 ტელ.: 259-67-04 
  • ✔️ გლდანი, V მკრ. კორ. №14 ტელ.: 257-35-37 (V და VII მკრ. შესახვევში)
  • ✔️ ისანი–სამგორი, ავერსის კლინიკა, ნავთლუღის ქუჩა 11/13 (ისანი მოლის მოპირდაპირე მხარე) ტელ: 2 500 700


რეგიონებში:

  • ✔️ ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. N17 ტელ.: (+431) 248069
  • ✔️ ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. N54 ტელ.: (+431) 264706
  • ✔️ ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N39 ტელ.:  (032) 2 900-800 (3402)
  • ✔️ ზუდგიდი, გამსახურდიას გამზ. N23 ტელ.: (+415) 222466
  • ✔️ სენაკი, რუსთაველის N172 ტელ.: (+413) 277505
  • ✔️ ოზურგეთი, გურიის ქ. N23 ტელ.: (032) 2 900-800 (3422)
  • ✔️ გორი, ავერსის კლინიკაში, ცხინვალის გზატკ. N12 ტელ.: (+370) 279965
  • ✔️ რუსთავი, მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას 17) ტელ.: (032) 2 900-800 (3256)

ავერსი, გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და მსუბუქად სიარულს !!! 

გააზიარე: