ფარმაცევტი

კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ.თბილისში

პოზიცია ფარმაცევტი
მდებარეობა თბილისი
გამოქვეყნებულია 2026-04-30
დამთავრების თარიღი --

თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში და ყოველდღიურად შექმნათ რეალური ღირებულება მომხმარებლისთვის - შემოგვიერთდით.

რატომ ავერსი “?

  • სანდო და სტაბილური კომპანია, ლიდერი ფარმაცევტულ ბაზარზე;
  • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მუდმივი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები;
  • გუნდური გარემო, სადაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანამშრომლობა;
  • თანამედროვე სამუშაო სტანდარტები და პროცესები.

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლებისთვის პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად;
  • მედიკამენტების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შეთავაზება და განმარტება;
  • მომხმარებლისთვის ოპტიმალური არჩევანის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა;
  • პროდუქციის სტანდარტების შესაბამისად განთავსება სავაჭრო სივრცეში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფარმაცევტული, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო ან ჯანდაცვის მიმართულებით
    ან საშუალო სპეციალიზებული სამედიცინო განათლება;
  • აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • სწრაფი რეაგირებისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

რას ვაფასებთ კანდიდატში

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებელზე ზრუნვა;
  • გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი;
  • განვითარებისა და სწავლების სურვილი.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით:
[email protected]

ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16 (11:00–15:00)

📞 ტელ: 2 506 506 (შიდა 1576) / 555 554 083

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა : წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

გამოაგზავნეთ რეზიუმე