შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას
| პოზიცია | hr სპეციალისტი ადმინისტრირების მიმართულებით |
|---|---|
| მდებარეობა | თბილისი |
| გამოქვეყნებულია | 2021-12-03 |
| დამთავრების თარიღი | 2021-12-13 |
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე hr სპეციალისტი ადმინისტრირების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის წარმართვა.
- კანონმდებლობის, პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად საკადრო დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება (შრომითი ხელშეკრულება, საკადრო გადაადგილება,სახელფასო ტაბელზე მუშაობა და ა.შ.)
- პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ბაზებში და პროგრამაში ადმინისტრირება,
- თბილისისა და რეგიონის ჭრილში თანამშრომლებთან სწორი და დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა,
- თანამშრომელთა მხარდაჭერა საკადრო საკითხებში,
- ქსელის მასშტაბით შვებულებების, ბიულეტენების, დეკრეტების და სხვა გაცდენების ადმინისტრირება,
- ახალი სერვისის, პროექტის საშტატო განრიგის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა,
- სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და უშეცდომოდ მომზადება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;; ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება,
- სასურველია HR პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.
დაინტერესებულმაპირებმაგთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
- ფოტოსურათი 3X4 1ც.;
- დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.12.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



