ბრენდი „უმბერტო ჯანინი“ 1988 წელს დააარსა ბრიტანელმა სტილისტმა უმბერტო ჯანინიმ. მან გადაწყვიტა, ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე თავად გამოეშვა პროდუქცია, რომელიც იდეალური ვარცხნილობის შექმნაში დაეხმარებოდა. შედეგად თავის მოვლის საშუალებათა ბაზარზე გამოჩნდა ვეგანური და 93%-ით ნატურალური ნაწარმი, რომელიც განკუთვნილია ყოველგვარი ტიპის ტალღოვანი და ხვეული თმისთვის.
ბრენდის ასორტიმენტში შედის ყველაფერი, რაც საჭიროა ხვეული თმის მოსავლელად და საფიქსაციოდ.















