1990 წელს ბიოქიმიკოს ალექსანდრე დინგასის მიერ დაარსდა ბრენდი SOSKIN. პროდუქტის შემქმნელი, როგორც ბიოლოგი ფოკუსირებული იყო კანის ღრმა ცოდნაზე, მისი კომპონენტების, სტრუქტურისა და ბუნებრივი აღდგენა - დაცვის მექანიზმის შენარჩუნებაზე. ხოლო როგორც ჰუმანისტი, მისი მიდგომა ეფუძნებოდა კანის ეკოლოგიის დაცვას. SOSKIN-ის ყოველი პროდუქტის შექმნისას, დოქტორი დინგასი ცდილობდა გამოეყენებინა ბიოთავსებადი ინგრედიენტები რომლებიც იდეალურად შეიწოვება კანში.
ფრანგული ბრენდის SOSKIN პროდუქტები ეფექტური, უსაფრთხო და აღიარებულია კანის მოვლის პროფესიონალების, დერმატოლოგებისა და ფარმაცევტების მიერ. მრავალწლიანი კვლევების შედეგად შეიქმნა და დაპატენტებულ იქნა AMS სისტემა (აქტიური მიკროინკაფსულაციის ტექნოლოგია), რომელიც ბრენდის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს. SOSKIN -ის პროდუქცია ამართლებს თავის დევიზს და მისიას:“Save Our Skin” (გადავარჩინოთ ჩვენი კანი).
სამეცნიერო ცოდნის ინტეგრირებით და კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით შეიქმნა ახალი ბიო ფორმულები -გამარტივებული მიდგომით. პლანეტაზე ზრუნვამ კი იპოვა თავისი კონკრეტული გამოხატულება - ბიოდეგრადირებად შეფუთვაში.
საფრანგეთში მდებარე SOSKIN ლაბორატორია გთავაზობთ ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტიას.
პროდუქციის ხარისხი და კონტროლი წარმოებაზე მიმდიარეობს ISO 22716 თითოეული ინგრედიენტი ბიოთავსებადია. soskin-ის პროდუქტების ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით. ხოლო ადამიანებისა და ბუნების პატივისცემა მისი ყველა ფორმით: სოსკინის საწარმოო და მისი ყველა პროცესი მიმართულია გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე. ყველა სამეცნიერო კვლევა ტარდება ცხოველებზე ყოველგვარი ტესტირების გარეშე.