Alpecin - ალპეცინი

გერმანული თმის მოვლის ბრენდი ალპეცინი არის უნიკალური შემადგენლობის, რომელიც სპეციალურად შექმნილია ნორმალური, მშრალი, ქერტლიანი და ცხიმიანი თმისა და სკალპისთვის.

Alpecin - ალპეცინი

ბრენდი ალპეცინი 1930 წელს დაარსდა და გერმანელი მამაკაცებისთვის თავის მოვლის აუცილებელ ელემენტად იქცა. ალპეცინის სანდოობა და კონკურენტების წინაშე უპირატესობა დროში გამოცდილია.

ალპეცინის შემადგენლობაში შედის კოფეინის კომპლექსი, რომელიც ანეიტრალებს ტესტოსტერონის არასასურველ ეფექტს, ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზებს და ხელს უშლის ანდროგენეტიკურ (მამაკაცურ) თმის ცვენას, აქტიური ნივთიერებების სპეციალური კომბინაცია კი წარმატებით ებრძვის თავის კანის ქავილსა და ქერტლს.