ქირინესი

სახის მოვლის ფრანგული ბრენდი ქირინესი დაარსდა 2004 წელს. ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა ექსკლუზიური ფორმულები  შვეიცარიული ლაბორატორიების ბაზაზე მხოლოდ ერთი მიზნით- შეექმნათ კანის მოვლის ხაზი, რომელიც აღადგენდა კანის ჯანმრთელობას უმაღლესი ხარისხისა და ეფექტური პროდუქტების დამსახურებით.
2006 წელს ბრენდი პირველად გავიდა საფრანგეთის (ფრანგულ) ბაზარზე და მალევე პოპულარული გახდა ფრანგ ქალბატონებს შორის. დღეს კი ბრენდი სრულად არის წარმოდგენილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

ეფექტურობა და სიამოვნება- ეს არის ბრენდის განმასხვავებელი თვისებები.
მისი ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს პარაბენებს.
ქირინესი ნიშნავს გარანტირებულად მაღალ ხარისხს, რომელიც შეიცავს ინოვაციურ გამაახალგაზრდავებელ ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის რეგენერაციას უჯრედულ დონეზე, შედეგად კანს უბრუნდება ახალგაზრდული ბრწყინვალება და ჯანმრთელობა.

ბრენდმა შეიმუშავა გამაახალგაზრდავებელი ექსკლუზიური E.O.S კომპლექსი , რომელიც მიმართულია კანის გაჯანსაღებისა და ოქსიდაციური სტრესის მოხსნისკენ, რომელიც წარმოადგენს კანის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის მთავარ საიდუმლოს.