"ქამელეო" პოლონური ბრენდია, რომელიც თმის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.
"ქამელეოს" შამპუნების სერია სხვა ბრენდების ნაწარმისგან იმით გამოირჩევა, რომ არ შეიცავს მარილს.
"ქამელეო" აწარმოებს ისეთ ტრენდულ და საჭირო პროდუქტს, როგორიცაა მშრალი შამპუნი. ეს არის თმის მოვლის ძალიან პრაქტიკული საშუალება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ქალს. მშრალი შამპუნის გამოყენებით ზუსტად 5 წუთში მიიღებთ იდეალურად სუფთა და სრული მოცულობის თმას წყლით დაბანის გარეშე.
ბრენდის ასორტიმენტში ასევე შედის:
- თმის საღებავები, რომლებიც 5 სხვადასხვა სახეობის ზეთისგან შედგება;
- თმის მოვლის საშუალებები (შამპუნები, ბალზამები, ნიღბები, შამპუნ–საღებავები და სხვა).