პროდუქციის შეკვეთა

 შეიძინეთ სახლიდან გაუსვლელად "ავერსის" ქსელში არსებული ყველა მედიკამენტი თუ კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებები

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში „ავერსის“ ადგილზე მიტანის სერვისი კიდევ უფრო გააქტიურდა და თქვენს საიმედო დამხმარედ იქცა.

გთავაზობთ პროდუქციის შეკვეთის 3 ფორმას:

შეკვეთა ტელეფონით:

დარეკეთ ნომერზე 2 900-800 და ისარგებლეთ თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისით.

ტელეფონით შეკვეთა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ხოლო მიწოდება მოხდება იმავე დღეს.

გაიმარტივეთ ცხოვრება ადგილზე მიტანის სერვისის საშუალებით. „ავერსის“ კურიერი უმოკლეს დროში, WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) რეკომენდაციების სრული დაცვით მოგაწვდით სასურველ პროდუქციას.

სატელეფონო შეკვეთის შემთხვევაში ისარგებლებთ ფასდაკლებით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,

მიწოდების სერვისი არ ვრცელდება შემდეგ რაიონებში: წყნეთი, კოჯორი, სოფელი დიღომი, ლილო, აფრიკა, ლისის მიმდებარე ტერიტორია, ფონიჭალა.

ყველა შეკვეთას ემატება მიტანის ღირებულება - 4 ლარი

 

შეკვეთა  www.shop.aversi.ge  -  ზე.

ავერსის ონლაინ მაღაზიის დახმარებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მედიკამენტი, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად ან მიაკითხოთ უახლოეს აფთიაქში.

გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ სასურველი პროდუქცია, მიუთითეთ შესაბამის ველებში რაოდენობა, თქვენი მისამართი და გადახდის მეთოდი.

მიწოდების ვადებს და პირობებს იხილავთ shop.aversi.ge ზე შეკვეთის განთავსებისას.

 

Pick up ფუნქცია - იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ „მივაკითხავ აფთიაქში“ ფუნქციას, შერჩეული პროდუქტების გატანას შეძლებთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს,  არჩეული აფთიაქიდან 7 დღის ვადაში.