ავერსი შატილს უკვე მეორედ სტუმრობდა

ავერსი შატილს უკვე მეორედ სტუმრობდა

  • 2012-06-06

ორი წლის წინ, 2010 წლის სექტემბერში „ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ხევსურეთის მოსახლეობისთვის ჩატარდა. მას შემდეგ საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ ტრადიციას _ კომპანია „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ ერთად ზრუნავენ  იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვისთვისაც სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება

ხელმისაწვდომი არ არის _ კომპანიის წარმომადგენლები კვალიფიციურ ექიმებთან ერთად სტუმრობენ საზღვრისპირა სოფლებს და ადგილობრივ მოსახლეობას, სრულიად უსასყიდლოდ, სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უტარებენ. საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში გასინჯვები ჩატარდა ხევსურეთში, თუშეთში, სამცხე – ჯავახეთში და ყაზბეგში.
6-7 ივლისს "ავერსის კლინიკის" და "ავერსის" ორგანიზებით კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა _ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით კომპანიის წარმომადგენლები შატილის (მუცო, არდოტი, ხონისჭალა) და უკანა ფშავის (შუაფხო, თხილიანა, უძილაურთა, საბაურთა, გოგოლაურთა, მუქო, ჭიჩო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანა ფშავი) თემის სოფლებს ესტუმრნენ და მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს. აქციის ყოველ მონაწილეს  "ავერსმა" პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტი გადასცა საჩუქრად. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ „ავერსის“ საქველმოქმედო აქცია, რადგან სოფლებში მოსახლეობა თანდათან მცირდება, რთული საცხოვრებელი პირობების გამო ოჯახების უმეტესობა ბარში სახლდება _ საზღვრისპირა ტერიტორიები კი ცარიელდ
ება. თითო-ოროლა მოსახლეს, რომლებიც საკუთარ სახლ-კარს არ თმობენ და მამაპაპისეულ ტრადიციებს აგრძელებენ მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ.  „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ლალი ბრეგვაძის თქმით, ამ აქციებს არა მხოლოდ საქართველოს თითოეულ მოსახლეზე ზრუნვა უდევს საფუძვლად, არამედ პატრიოტული მოტივიც: „შატილში მართლაც რთული საცხოვრებელი პირობებია და მოსახლეობას ძალიან უჭირს წლიდან წლამდე თავის გატანა, მითუფრო,
 კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. აქ რამოდენიმე სოფელს ერთი ექთანი ემსახურება. მაღალი დონის ლაბორატორიულ თუ აპარატულ სამედიცინო კვლევებზე, ხომ, საუბარიც წარმოუდგენელია. მოსახლეობისთვის არც მედიკამენტები გახლავთ ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენი აქციების სერიას ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი სტუმრობით ადგილობრივ მოსახლეობის დახმარებას ვუწევთ, საშუალება გვეძლევა დავათვალიეროთ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი რეგიონები, ვისიამოვნოთ შესანიშნავი  ბუნებით და რაც მთავარია,  ვაკეთოთ სასიამოვნო და სასარგებლო საქმე _ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ  საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება“. 
პირიქითა ხევსურეთის სოფლები ჩეჩნეთის საზღვართან, მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან არიან განლაგებულნი. თავად შატილი კი _ კლდეზე შეფენილი სოფელი _ საუკუნეების მანძილზე ერთდროულად

საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, სწორედ ის დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლი  2007 წლის ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მართლაც, აქ მოხვედრისთანავე ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს საქართველოს შორეულ წარსულში მოგზაურობთ: სოფლის კიდეებს ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი მიუყვება, რომელიც ერთიან, მიუვალ დამცველ კედელს ქმნის. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. სოფელს, შენობებს შორის, მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთე

ლი 
სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად. საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც გახლავთ, სწორედ ისინი არიან ჩვენი საზღვრების სიმტკიცის გარანტი. ამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე “ავერსის კლინიკა” და “ავერსი” ერთობლივად ზრუნავენ. „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ერთობლივი საქველმოქმედო აქციები ძალზედ მნიშვნელოვანია ამ სოფლების მოსახლეობისთვის: _ ხევსურეთში და ფშავში უფასო გასინჯვები ჩავატარეთ _ ეს გახლავთ ჩვენი პროგრამის გაგრძელება, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში უკვე ხუთი ასეთი აქცია ჩატარდა.  აქციების სერია სწორედ შატილიდან დაიწყო და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ამ რეგიონს კვლავაც ვესტუმრეთ. გვყავდა თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი, ულტრათანამედროვე აპარატურა: კარდიოგრაფი, ულტრასონოგრაფიული კვლევის აპარატი,  ტესტები ლაბორატორიული ანალიზებისათვის და, რაც მთავარია, მედიკამენტები. ამ აქციით ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ჩვენი სამედიცინო სერვისით მრავლად ისარგებლა ისეთმა ადამიანმა, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ მიუღია. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო კლინიკური შემთხვევებიც იყო, ბევრი მათგანისთვის ჩვენი კვლევების შედეგები მნიშვნელოვანი იყო, იმდენად, რამდენადაც პრობლემის დროული აღმოჩენის წყალობით გართულებების თავიდან აცილებას შეძლებდნენ”. ეკა ლაფაჩიშვილი „ავერსის კლინიკის“ ულტრასონოგრაფიის სპეციალისტია, ის უფასო გასინჯვების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული:
_ „ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ერთობლივ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის მიღება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ამ პროგრამის წყალობით ვეხმარები ადამიანებს, ვისთვისაც სამედიცინო სერვისის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ისეთი პაციენტი გავსინჯეთ, ვისაც წლების განმავლობაში ექიმის კონსულტაცია არ გაუვლია და, მითუფრო, ასეთი მაღალი დონის აპარატული გამოკვლევები არ გაუკეთებია. სასიამოვნოა, რომ ამ მხარეში, რთული საცხოვრებელი პირობების მიუხედავად კიდევ შემორჩენილია მოსახლეობა. ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის საზღვრების ერთგული მცველები არიან“.
"ავერსი" საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. შატილსა და უკანა ფშავში ჩატარებული აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. საქველმოქმედო გასინჯვების სერია ტრადიციად იქცა და მომავალშიც გაგრძელდება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

გააზიარე: