ბოსტონში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეაძრწუნა... ამერიკის ერთ-ერთ უძველეს, უმდიდრეს და უმნიშვნელოვანეს ქალაქში საასპარეზოდ ჩასული მოყვარული და პროფესიონალი მორბენლები, სავარაუდოდ, უსაშინლეს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რაც მათ ფინიშთან ელოდათ - წითელ ხაზთან მომხდარმა ორმა აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
ტერორისტული აქ
ტები თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი გამოწვევა და ტრაგედიაა. ამ ბოროტების წინააღდეგ თანამედროვე კაცობრიობას ერთადერთი იარაღი აქვს - თანადგომა და ძალადობის ერთობლივი დაგმობა . სწორედ ამ მიზნით, ბოსტონში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაშავებულთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად 20 აპრილს კუს ტბაზე მარათონი გაიმართა. 5-კილომეტრიან გარბენს რამდენიმე ათეული მონაწილე ჰყავდა. გარბენში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, ფეხით მოსიარულესა თუ ძუნძულით მორბენალს. მარათონს შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები , ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მათ შორის - "მედია პალიტრა", "ვისოლ ჯგუფი", "სნო", "ჰაიდელბერგ ცემენტი" და რა თქმა უნდა, კომპანია „ ავერსი“. „ ავერსისთვის“ დღიდან დაარსებისა მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე ზრუნვა. ამიტომ უყოყმანოდ ჩავერთეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ აქციაში. ამგვარ ინიციატივებს ყოველთვის მივესალმებით, ჩვენი მხრიდან ბოსტონში გამართული მარათონისა და იქ მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოვხატეთ და შევეცადეთ ადამიანური თანადგომის და ძალადობის დაგმობის მაგალითი გვეჩვენებინა. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება“ განაცხადა კომპანია “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ . „სოლიდარობის მარათონის“ მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - რიჩარდ ნორლანდიც შეუერთდა და ქართველ ხალხს ამერიკელების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. "მსოფლიოს ყურადღება ახლა ბოსტონისკენაა მიმართული, სადაც სპორტული ღონისძიების დროს 3 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ამგვარი მხარდაჭერა ამერიკელი ხალხისადმი, რასაც ახლა თბილისში ვხედავ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე მადლობას ვუხდი ქართველებს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის," – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა საზოგადოებამ და მათ შორის ავერსმა კუს ტბაზე ძალადობის წინააღმედ მარათონი გამართა
- 2013-04-20