შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის ანუ ბლაშინგ სინდრომის სამკურნალო ცენტრი გაიხსნადა აღნიშნული პათოლოგიით სამშობლოში მკურნალობის საშუალება მიეცა ბევრ პაციენტს, რამდენადაც ზემოთაღნიშნულ პათოლოგიათა მკურნალობა სამკურნალო ცენტრში შეიძლება დღესდღეობით არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით. აშშ სტატისტიკით ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მოსახლეობის 2–3%, ხოლო ერითროფობიით ბევრად მეტი. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩვენს კლინიკაში პაციენტები გარკვეული გამოკვლევების შემდეგ იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს და ენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. კერძოდ კონსერვატიული მკურნალობიდან დაწყებული ქირურგიული ჩარევით დამთავრებული. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას –თორაკოსკოპიული სიმპატექტომიას – ორივე დაავადების შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. იღლიის არეში კეთდება ორი 0.5სმ განაკვეთი. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღეს ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე, სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა
- 2013-02-05