ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე 82 ნომერში “ავერსის” პატარა აფთიაქი წლების წინ გაიხსნა და მას თავისი ერთგული მომხმარებელი უკვე, რა ხანია, ჰყავს. 5 მარტს კი, ვაკის მოსახლეობას “ავერსმა” სანახაობრივი, თბილი და სიურპრიზებით სავსე დღესასწაული მოუწყო _ განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა. მომხმარებელს ახლა უკვე გაფართოებული აფთიაქი მოემსახურება მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და კვალიფიციური კადრებით. ზეიმი მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა _ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ, მომხმარებლებს საჩუქრად სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი გადასცეს. პატარები კი “ვიტასტარითა” და ბუშტებით დაასაჩუქრეს. კამფეტები, შოკოლადები და საჩუქრები ბავშვებს ზღაპრის გმირებმა _ კაპიტანმა ჯეკ ბეღურამ და მეკობრეებმა დაურიგეს. ბავშვებმა კი თავი, მართლაც, მრავლად მოიყარეს _ ქუჩის მოპირდაპირედ, სკოლიდან გამოსულ პატარებს სიურპრიზები ძალიან გაუხარდათ და ისეთი აჟიოტაჟი შემოიტანეს აფთიაქში, რომ “ავერსის” სტუმრებიც გაახალისეს.
პრეზენტაციას “ავერსის” წარმომადგენლები _ ხელმძღვანელები, რეგიონალური წარმომადგენლები, მენეჯერები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
“ავერსის” სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელმა გია ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ეს დღე მართლაც სასიამოვნო გახლდათ:
_ განახლებული აფთიაქის გახსნის ზეიმზე ვიმყოფებით და მინდა აღვნიშნო, რომ აქ ახალია ყველაფერი _ ექსტერიერი, ინტერიერი, ავეჯი... აფთიაქს მნიშვნელოვანი ფართი მიემატა და შესაბამისად, გაიზარდა ასორტიმენტი, მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზეთ პარფიუმერიის, ბავშვთა მოვლის საგნების, სამკურნალო კოსმეტიკის, ანუ არამედიკამენტური პროდუქციის სახით. ერთი სიტყვით, ყველა დეტალში სიახლე შევიტანეთ. ერთადერთი, რაც ძველებური შემოგვრჩა, გახლავთ მომხმარებლის მიმართ ის სიყვარულითა და გულისხმიერებით სავსე დამოკიდებულება, რაც “ავერსის” ყოველ აფთიაქში ასე თვალსაჩინოა. დარჩნენ ასევე ძველი თანამშრომლები _ გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მომხმარებელში დიდი სიყვარულით სარგებლობენ. გიწვევთ ჩვენს განახლებულ აფთიაქში, გპირდებით უამრავ სიურპრიზს, სხვადასხვა სახის აქციას, ბევრ სიახლეს და, რა თქმა უნდა, კვალიფიციურ და გულისხმიერ მომსახურებას. დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ “ავერსის” სააფთიაქო ქსელის გაფართოვება მუდმივად მიმდინარეობს, ვხსნით ახალ ფილიალებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ამჟამად, კიდევ ერთი ახალი აფთიაქის პრეზენტაცია იგეგმება დიღომში, საავადმყოფოების მახლობლად. ჩვენი სურვილია, “ავერსის” მაღალი ხარისხის მედიკამენტები და კვალიფიციური მომსახურება მუდამ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”.
პრეზენტაციას “ავერსი-ფარმას” გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ესწრებოდა. ღონისძიების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ვაკის მოსახლეობას კიდევ უფრო კარგი და ხარისხიანი აფთიაქი მოემსახურება:
_ ვულოცავ ვაკის მოსახლეობას ახალი აფთიაქის გახსნას. ყველამ ვნახეთ, როგორ გულთბილად და სიხარულით შეხვდნენ ამ სიახლეს უბნის მაცხოვრებლები. აქ მართლაც უმაღლესი დონის კვალიფიციური კადრები მუშაობენ. მომხმარებელს კი ვთავაზობთ მედიკამენტების ფართო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. პროდუქცია მრავალფეროვანია: როგორც ფარმაცევტული ნაწარმი, ასევე სამკურნალო კოსმეტიკა და მოვლის საშუალებები...
ვისურვოთ “ავერსს”, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, გაფართოვდეს, გაიზარდოს და იზრუნოს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამასთან, ხშირად გაახაროს ჩვენი ქვეყნის მკვიდრნი ასეთი ლამაზი დღეებით.
“ავერსის” ფილიალის მენეჯერი ახალგაზრდა, თუმცა გამორჩეულად კვალიფიციური, მცოდნე და ენერგიული ადამიანი გახლავთ _ მიხეილ თელია “ავერსში” პირველად 2007 წელს მივიდა. ფალიაშვილის ფილიალის გახსნის უშუალო მონაწილე და მომსწრეა. ასე რომ, აფთიაქი და სამუშაო გარემო მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია:
_ მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქი თავდაპირველად შედარებით პატარა იყო, მოსახლეობის მხრიდან ყურადღება ნამდვილად არ გვაკლდა _ პირველი მედიკამენტის რეალიზაცია აქ 2007 წლის 28 დეკემბერს მოხდა. მას შემდეგ, ჩვენს ფილიალს უამრავი ადამიანი აკითხავს. სწორედ მათი მოთხოვნილებიდან გამომდინარე დღის წესრიგში ფილიალის გაფართოვება დადგა... მართლაც, გავფართოვდით, შემოვიერთეთ ფართი, რამაც ვიზუალურადაც ძალიან გაალამაზა ჩვენი აფთიაქი. მომხმარებელიც კმაყოფილია და რა თქმა უნდა, ჩვენც... ამჟამად აფთიაქში 7 თანამშრომელი მუშაობს და კიდევ ორი არამედიკამენტური პროდუქციის კონსულტანტიდაგვემატა. ასე რომ, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა. დღევანდელი ზეიმიც გამორჩეულია, ჩვენი სიახლეების წარდგენა მოსახლეობისთვის ასევე ლამაზად და განსაკუთრებულად გვსურდა:
ბავშვებს ვურიგებთ “ვიტასტარს”. ეს გახლავთ ჰემატოგენური მედიკამენტი და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ვთავაზობთ უამრავ სიურპრიზს, კამფეტებს, შოკოლადებს, რაც პატარებს განსაკუთრებით ახალისებთ. აფთიაქში შემოსულ მომხმარებელს კი საჩუქრად 15-20 დასახელების საპრომოციო მედიკამენტებს _ საოტისე პრეპარატებს გადავცემთ ბუკლეტებთან და ანოტაციებთან ერთად, რომ უკეთ გაეცნონ “რაციონალის” პროდუქციას. მაია დოლიძე “ავერსი გეოფარმის” რეგიონული მენეჯერი გახლავთ, როგორც მან აღნიშნა, კომპანია თავის ერთგულ მომხმარებელზე მუდმივად ზრუნავს და, სწორედ ამიტომ, ვაკის მოსახლეობას განახლებული აფთიაქი შესთავაზა:
_ შევეცადეთ, მომხმარებლისთვის სიახლე შეგვეთავაზებინა _ აქ თქვენ ნახავთ მედიკამენტების ფართო ასორტიმენტს დაბალ ფასებში. ასევე 3 და 8 მარტის ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით უპრეცედენტო ფასდაკლებებს გთავაზობთ არამედიკამენტებზე. ამ პროდუქციის მართლაც დიდი არჩევანი შეგვიძლია შემოგთავაზოთ: პარფიუმერია, სამკურნალო კოსმეტიკა, მოვლის საშუალებები... ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ განახლებული, კომფორტული აფთიაქები ფართო ასორტიმენტით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ “ავერსის” ქსელში მედიკამენტების ფასებმა საკმაოდ დაიწია.
ქალბატონი მარინა ვასაძე ფალიაშვილის ფილიალთან ახლოს ცხოვრობს. განახლებული აფთიაქის პრეზენტაციას სრულიად შემთხვევით შეესწრო, თუმცა აღნიშნა, რომ “ავერსის” ეს ფილიალი მისთვის ძალიან ძვირფასია:
_ მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სხვადასხვა ბრენდის აფთიაქია გახსნილი, მე ყოველთვის “ავერსს” ვაკითხავ, იმიტომ, რომ აქ არაჩვეულებრივი მომსახურებაა. სიახლეების შეთავაზებასაც გამორჩეულად, ლამაზად, საინტერესოდ ახერხებენ. საუკეთესო გუნდია.მიხარია, თქვენი წარმატება და კიდევ უფრო დიდ წინსვლას და გაფართოვებას გისურვებთ.
ქალბატონმა ჟოზე ახვლედიანმა კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
_ ამ აფთიაქში არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, ყოველთვის მსიამოვნებს შემოსვლა, რადგან ვხვდები ისეთ შესანიშნავ ახალგაზრდებს როგორებიც არიან მიშა, დათო და ლამაზი, თბილი, ენერგიული, სიცოცხლითა და ხალისით სავსე გოგონები, რომლებმაც თავისი საქმე მართლაც შესანიშნავად იციან. კიდევ ერთხელ, გილოცავთ განახლებული ფილიალის გახსნას და მე ყოველთვის “ავერსის” ერთგული მომხმარებელი ვიქნები.
მოწვეულ სტუმრებს შორის ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბიც გახლდათ.
_ ფალიაშვილის 82 ნომერში “ავერსის” ქსელის კიდევ ერთი განახლებული სტილის აფთიაქი ნამდვილად საზეიმოდ გაიხსნა, ვულოცავ “ავერსს” და დარწმუნებული ვარ რომ ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის კარგი საჩუქარი იქნება კიდევ ერთი ახალი აფთიაქი, იმიტომ, რომ აქ მართლა ყველაფერია სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის, რასაც ყოველთვის გვისურვებს “ავერსი” _ აღნიშნა სტუმარმა.
პრეზენტაცია მართლაც უპრეცედენტო ხალხმრავლობით აღინიშნა. როგორც აფთიაქის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ასეთი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან აფთიაქს მომხმარებელი მრავლად ჰყავს და “ავერსის” ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ წარმატებას ისინი დიდი სიხარულით ხვდებიან. ამ სითბოს და სიყვარულს აფთიაქის თანამშრომლებს ყოველდღიურად აგრძნობინებენ.
ფალიაშვილის ქუჩაზე ავერსის განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია შედგა
- 2013-03-06