12 მარტს “ავერსის” დიღმის აფთიაქში იაპონური კომპანია “ომრონის” შოუ-რუმი გაიხსნა. პრეზენტაციას სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ. სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი კომპანია “ომრონი” საქართველოს ბაზარზე უკვე სამ წელზე მეტია დამკვიდრდა და ჩვენს ქვეყანაში მისი ოფიციალური პარტნიორი ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” გახლავთ. სწორედ ამ სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურა, რაც, ვფიქრობთ ყოველი ოჯახისთვის სასურველი და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთები გახლავთ. არტერიული წნევის საზომი უახლესი აპარატები, ნებულაიზერები, ნაბიჯმზომები, გლუკომეტრები, ციფრული თერმომეტრები _ ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია “ომრონი” “ავერსთან” ერთად გთავაზობთ. “ავერსის” სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელმა გია ჩიგოგიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ავერსის” ფილიალში “ომრონის” კუთხის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ:
_ დღეს დიღმის აფთიაქში “ომრონის” შოუ-რუმის პრეზენტაცია გვაქვს. ეს ფილიალი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან თბილისის მთავარ სამედიცინო ცენტრში მდებარეობს. “ავერსის” სააფთიაქო ქსელში “ომრონის” უკვე რიგით მეორე შოუ-რუმი ფუნქციონირებს. პირველი მათგანის გახსნამ ნათლად გვაჩვენა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული გახლდათ როგორც რეალიზაციის გაზრდის, ასევე მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით. ვფიქრობ, აქაც სხვადასხვა კლინიკის პაციენტებს და მომხმარებლებს დააინტერესებთ ის ტექნიკა, რომელიც “ომრონს” აქვს წარმოდგენილი. სასიამოვნოა, რომ “ავერსის” და “ომრონის” თანამშრომლობა ასე კარგად ვითარდება, იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტი შოუ-რუმი, მეტი სიახლე და წარმატებები გვექნება. “ომრონის” ამიერკავკასიის ოფისის ხელმძღვანელი დავით ბერუაშვილი პროფესიით ექიმი გახლავთ. როგორც თავად ამბობს, პროფესიული ცოდნა, ამავდროულად, მრავალწლიანი ბიზნეს გამოცდილება მის საქმიანობას ეფექტურსა და საინტერესოს ხდის: _ “ომრონი” სამედიცინო აპარატურის ლიდერი მწარმოებელია. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ მსოფლიო რეიტინგებით, ბაზრის 52% მსგავსი პროდუქციით სწორედ “ომრონს” უჭირავს, დანარჩენი 48% კი სხვა მწარმოებლებზე ნაწილდება. გვყავს სერიოზული კონკურენტებიც, თუმცა ტექნოლოგიებით “ომრონთან” ვერც ერთი ვერ მოვა. მათ არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენი კომპანია ლიდერია.
“ომრონის” რეკლამას ტელევიზიით ვერ ნახავთ, რადგან უმეტესწილად საგანმანათლებლო სამუშაოებს ვეწევით, როგორც მომხმარებელთან, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ვიკრიბებით კლინიკებში სემინარებზე და ინფორმაციას უფასოდ ვაწვდით _ ვაცნობთ სიახლეებს... ვფიქრობთ, სამედიცინო ტექნოლოგიებში საგანმანათლებლო მიდგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, უბრალოდ, რეკლამა. ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეალურ შანსს, რომ გაერკვნენ ამ სფეროს სიახლეებში და არჩევანი თავად გააკეთონ. ვერც ერთ ჩვენს ლექციაზე ვერ გაიგებთ სიტყვებს “შეიძინეთ”, “ურჩიეთ” ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს ასეთი ტექნოლოგიები და სასიკეთო იქნება, თუ ამ ტექნოლოგიებს თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის გამოიყენებთ.
უკვე მეოთხე წელიწადი დაიწყო, რაც “ომრონი” საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. სერიოზული ზრდა გვაქვს. პირველი შოუ-რუმი ვაჟა-ფშაველას 6 ნომერში გავხსენით, იქაც ჩვენი პროდუქციის მთელი სპექტრია წარმოდგენილი. ამ ფილიალში დასაქმებულია ჩვენი კონსულტანტი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის აპარატურის მოხმარების წესები და, ამავდროულად, პრეზენტაბელურობითაც გამოირჩევა.
ჩვენს შოუ-რუმებში წარმოდგენილია არტერიული წნევის საზომი აპარატები, რომელსაც “ომრონი” 1973 წლიდან აწარმოებს. 2009 წლის თებერვალში 100 000 000-ე აპარატის რეალიზაცია დაფიქსირდა. “ომრონს” დიდი გამოცდილება აქვს ნებულაიზერების წარმოებაშიც. დღეს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე 20 სახეობის ნებულაიზერი გვაქვს წარმოდგენილი. ევროპაში სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს ამ აპარატით მკურნალობის მეთოდს ფართოდ იყენებენ. გვაქვს წარმოდგენილი ციფრული თერმომეტრებიც... ისინი ჩვეულებრივ თერმომეტრთან შედარებით უსაფრთხოა. საერთოდ, “ომრონის” პროდუქციაზე როცა ვსაუბრობთ, სიზუსტე, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი თავისთავად იგულისხმება. ჩვენი ურთიერთობა კომპანია “ავერსთან” მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიებისთვის, არამედ პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენი შოუ-რუმის გახსნა დიღმის ფილიალში, რადგან ამ ტერიტორიაზე მრავლად არის კლინიკები. ჩვენი სურვილია, რომ ექიმებს, კლინიკის წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება უკეთ გაეცნონ “ომრონის” პროდუქციას, ადგილზევე შეძლონ დათვალიერება და მოხმარების წესების გარკვევაც. “ომრონმა” ამიერკავკასიაში მყარად მოიკიდა ფეხი _ გვაქვს სათაო ოფისი, სერვის-ცენტრი, სადაც სერტიფიცირებული ინჟინერი მუშაობს, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველები სწავლობენ აპარატურის მოხმარების პრინციპებს. ჩვენი სეგმენტია მეტაბოლიზმის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური და სასუნთქი გზების დაავადებები... ასე რომ მომხმარებელთა რიცხვი იზრდება და კიდევ ვგეგმავთ “ავერსის” სააფთიაქო ქსელში შოუ-რუმების გახსნას. “ომრონის” პრეზენტაციას ცნობილი ექიმები სტუმრობდნენ. მათ შორის ქალაქში ყველასთვის კარგად ნაცნობი პედიატრი ყარამან ფაღავაც გახლდათ: _ მსოფლიოში დანერგილი სამედიცინო აპარატურის ნოვაციები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა, ტექნიკურ დეტალებში საკმარისად კარგად ვერ ვერკვევით... სასიამოვნოა, რომ ასეთი მაღალი დონის აპარატურა ჩვენი მოსახლეობისთვის სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემატიკა კიდევ სხვა თემაა, თუმცა, საქართველოს ბაზარზე ამ პროდუქციის გამოჩენა, უკვე დიდი მიღწევაა. უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს... მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნისას, გამოცდილი ექიმი ჩვენთანაც იგივე რეცეპტს წერს, რასაც ევროპელი სპეციალისტი, რადგან ჩვენს ქვეყანაში წამლების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ასეთივე ფართო არჩევანი უნდა ჰქონდეს ექიმსაც და პაციენტსაც აპარატურის გამოყენების თვალსაზრისითაც. რადგან ესეც ნებისმიერი მკურნალობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახლავთ. მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დიღომში “ავერსის” აფთიაქში ახალი აპარატურის ასეთი ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
ცენტრალური საავადმყოფოს _ კრიტიკული მედიცინის ცენტრის თერაპევტმა თინათინ ნემსაძემ აღნიშნა, რომ “ომრონის” შოუ-რუმის პრეზენტაცია მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: _ სასურველია ასეთი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ხშირად შედგეს, რომ უკეთ გავერკვეთ ახალ ტექნოლოგიებში, გამოვიყენოთ და პრაქტიკაში დავნერგოთ უახლესი აპარატურით მკურნალობა. სასურველია, ყოველ კლინიკას თითო-თითო ასეთი აპარატი მაინც ჰქონდეს, რომ პაციენტებსაც უკეთ ავუხსნათ მათი მნიშვნელობა, აუცილებლობა და დადებითი მხარეები. “ავერსი-ფარმას” რეგიონალურმა წარმომადგენელმა ლალი ივანიშვილმა აღნიშნა, რომ “ავერსისა” და “ომრონის” ერთობლივი ძალისხმევით მოსახლეობას თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შეძენის საშუალება ეძლევა: _ “ავერსის” პარტნიორმა კომპანია “ომრონმა” უკვე მეორე შოუ-რუმი გახსნა. წარმოადგინა უახლესი აპარატურა. “ომრონი” იაპონური კომპანიაა და მსოფლიოს თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ის ლიდერია თავის სფეროში და შესაბამისად, პროდუქციაც მაქსიმალურად დახვეწილი, იოლად მოსახმარი და თანამედროვე სტანდარტების შესატყვისია. “ავერსის” მთავარი საზრუნავი თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდეა. “ავერსის” დიღმის ფილიალიც ამ დევიზის გათვალისწინებით მუშაობს. აქ ყველაფერია, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად, მშვიდად და სასიამოვნო გარემოში იგრძნოს და, რაც მთავარია, აქ შესაძლებელია არა მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტების, არამედ უმაღლესი დონის აპარატურის ყველაზე ოპტიმალურ ფასად შეძენაც. ელენე ჯაფარიძე დიღმის აფთიაქის მენეჯერი გახლავთ, როგორც მან აღნიშნა, “ომრონის” კუთხე აფთიაქში სიახლეა და უკვე გამოჩნდა ბევრი ადამიანი _ პაციენტი თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი _ ვინც ამ ფირმის პროდუქციის მიმართ დაინტერესება გამოხატა:_ ჩვენთან თანამედროვე სამედიცინო აპარატურის დიდი არჩევანია. კომპანია “ომრონს” მართლაც უახლესი ტექნოლოგიები შემოაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ, ვინც კი ჩვენთან “ომრონის” პროდუქცია შეიძინა ყველა კმაყოფილია. აფთიაქს კიდევ ერთი კადრი _ კონსულტანტი დაემატა, ეკა ჩონიაძე საკმაოდ კარგად მომზადებული, ნიჭიერი და ენერგიული გოგონაა. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს, რადგან მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ და სასიამოვნოა, რომ ყოველ დაინტერესებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზევე გაეცნოს ახალ პროდუქციას. მაია აფციაური (ავერსის რეგიონალური წარმომადგენელი): “ავერსსა” და “ომრონს” შორის მჭიდრო და ეფექტური პარტნიორობა არსებობს და სასიამოვნოა, რომ დღეს ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფილიალში “ომრონის” შოუ-რუმი გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას და ექიმებს საშუალება ეძლევათ აფთიაქშივე მიიღონ ყოველგვარი საჭირო ინფორმაცია იმ სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ რასაც “ომრონი” გვთავაზობს. მოგეხსენებათ, “ავერსი” ყოველთვის მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული და, რა საკვირველია, “ომრონთან” პარტნიორობა სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით გადაწყდა. “ავერსის” ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო და აქტიური ხდება. შედეგად, საქართველოს მოსახლოებას მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის ფართო არჩევანი აქვს. “ომრონის” პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება და როგორც ფირმის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში “ავერსთან” ერთად კიდევ არაერთ შოუ-რუმს შესთავაზებენ მომხმარებელს.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.
ავერსის აფთიაქში ომრონის შოუ-რუმი გაიხსნა
- 2013-03-12