ავერსი მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ, თაბაშირის თანამედროვე ალტერნატივას სთავაზობს

ავერსი მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ, თაბაშირის თანამედროვე ალტერნატივას სთავაზობს

  • 2012-04-05

ავერსის სააფთიაქო ქსელში შემოდის ახალი ინოვაციური პროდუქტი ,,Cast & Splint" _ (ჰიბრიდული ბადე), რომელიც არის თაბაშირის თანამედროვე ალტერნატივა.   
ეს პროდუქტი გახლავთ კიდურების იმობილიზაციის ყველაზე თანამედროვე საშუალება. ჰიბრიდული ბადე არსებული თაბაშირისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობით გამოირჩევა. ერთი ის, რომ 15-ჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე თაბაშირი. მეორე უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჰიბრიდული ბადის გაკეთების შემთხვევაში შესაძლებელია შხაპის მიღება, ხოლო ჩვეული თაბაშირის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. მესამე უპირატესობა არის აგრეთვე ის, რომ ჰიბრიდული ბადე რენტგენის სხივების უკეთესი გამტარია.

გააზიარე: