2013 წლის 19 ნოემბერს ქ. გორში "ავერსის" კლინიკური ქსელის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ის აღჭურვილია იაპონური, ამერიკული და ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით. თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც კლინიკაში დაინერგა პაციენტებს საშუალებას აძლევს თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია, სწორედ ამიტომ ის მხოლოდ პროფესიონალ ექიმებს უნდა ანდოთ. გორის მორიგ ფილიალში თქვენ უმაღლესი დონის მაღალკვალიფიციური მედპერსონალი მოგემსახურებათ, რადგან კადრების შერჩევისა და მომზადების პროცესს აქ იმთავითვე დიდი ყურადღება დაეთმო. "ავერსის კლინიკის" თითოეული თანამშრომელი დასაქმებამდე მრავალეტაპიან გამოცდებს აბარებს, შემდეგ კი ჩართულია მუდმივი სწავლების პროცესში, რაც თანამედროვე სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უალტერნატივო პირობაა. ასე რომ, გორის ახალ ფილიალში თქვენ მოგემსახურებიან თანამედროვე გაიდლაინებითა და ტექნოლოგიებით მომუშავე ოჯახის ექიმი, პედიატრი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, კარდიოლოგი... აქ ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, ულტრაბგერითი კვლევისა და რენტგენის კაბინეტები. "ავერსის" კლინიკა მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
"ავერსის" პირველი კლინიკა 2007 წლის ივნისში გაიხსნა და დღეს ქსელი უკვე 10 ფილიალს აერთიანებს. კლინიკური ქსელის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია "ავერსის" ისტორიაში. რაც მოსახლეობას დაბალანსებულ ფასად უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას აძლევს. "ავერსის კლინიკა" პირველი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელი ISO- 9001 სერტიფიკატი მიენიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში ყველა მიმდინარე პროცესი აღწერილი და დოკუმენტირებულია, ყოველი ქმედება შესაბამისად არის გაწერილი: კადრების შერჩევა, მათი მუდმივი გადამზადება _ უწყვეტი სწავლების პროცესი, აპარატურის შერჩევა, პერიოდული შემოწმება და კონტროლი... “ავერსის კლინიკის” კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თქვენს ჯანმრთელობაზე სათანადოდ იზრუნებს.
გორში ავერსის კლინიკათა ქსელის მეორე ფილიალი გაიხსნა
- 2013-12-18