“ავერსის” საახალწლო წვეულებაზე საუკეთესოები დააჯილდოეს

“ავერსის” საახალწლო წვეულებაზე საუკეთესოები დააჯილდოეს

  • 2013-01-18

“ავერსმა” ტრადიციას არც წლეულს უღალატა და საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე მთელი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა, ხოლო საუკეთესო თანამშრომლები კოსმეტიკით, ფულადი პრიზებით და, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ შემოქმედებითი შვებულებით დააჯილდოვა. წვეულების ორგანიზატორებმა დრო და ენერგია არ დაიშურეს, რომ ავერსელებისთვის ულამაზესი, დაუვიწყარი საღამო ეჩუქებინათ.
წვეულება მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. ყველა განყოფილებამ თავისი მუსიკალური ნომერი მოამზადა. ასე რომ, საღამო, ორიგინალური ნომინაციებითა და მუსიკალური ნომრებით, ავერსული თვითშემოქმედების ნამდვილი დღესასწაული გახლდათ.
საუკეთესოთა დაჯილდოება კი “გეოფარმით” დაიწყო. მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციაში მესამე და მეორე ადგილები დაისაკუთრა, სერტიფიკატი, წამახალისებელი პრიზები და ფულადი ჯილდოები მიიღეს, პირველი ადგილის მფლობელებს კი ზაფხულში ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულება ელით.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს:
ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტის ნომინაციაში მესამე ადგილის მფლობელი თეონა ინდუაშვილი გახდა, რომელიც “აწყურის” წარმომადგენელია. ამავე ნომინაციაში მეორე ადგილი წილად ხვდა თეა ბენდელიანს “ფაზისიდან”, პირველი ადგილი კი “ბახტრიონის” ფარმაცევტმა სალომე ჭიჭაღუამ მოიპოვა.
ნომინაციაში “ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტი” მესამე ადგილი ერგო ეთერ ქემაშვილს “ფიროსმანიდან”, მეორე – ცირა ოქრუაშვილს “არამიანციდან”, ხოლო პირველი ადგილი “ქართველიშვილის” წარმომადგენელმა ეკა ჩიგოგიძემ დაისაკუთრა.
ნომინაციაში “ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტი” ადგილები ასე განაწილდა: III ადგილი – თამარ ზამბახიძე “ისნის” აფთიაქიდან, II ადგილი – ხათუნა გოგრიჭიანი “კოლხეთიდან”, I ადგილი – სოფო ცაგარეიშვილი აფთიაქიდან “დიდუბე”.
საუკეთესო დებიუტანტი ფარმაცევტის წოდება ფილიალ “დელისის” წარმომადგენელ მარინე გაბედავას ერგო, საუკეთესო დებიუტანტი გამგე კი ნუნუკა მახაშვილი აღმოჩნდა.
ნომინაციაში “საუკეთესო გამგე” III ადგილი ფილიალ “მ`ვაგზალის” გამგეს მარიკა აბულაძეს ხვდა წილად, II ადგილი მარი მანგოშვილმა დაიმსახურა “ჯავახეთის” აფთიაქიდან, I ადგილი კი “დადიანის” ფილიალის გამგეს ალეკო ალავიძეს მიაკუთვნეს.
აფთიაქებს შორის საუკეთესოები აღმოჩნდნენ “ფილიფსი”, რომელმაც ამ ნომინაციაში III ადგილი მოიპოვა, “ნახალოვკა” – მას II ადგილი ერგო – და “კოსტავა” – საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ამ აფთიაქის გუნდს საჩუქრად 2000 ლარი გადაეცა, გამგემ კი სხვა პრიზებთან ერთად ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულების საგზური მიიღო. “გეოფარმის” საუკეთესო მთვლელად ლალი ნინოშვილი დაასახელეს, საუკეთესო რეგიონული წარმომადგენლების წოდება და ჯილდო – კოსმეტიკა და ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულება – კი მაია აფციაურსა და მარი ყაველაშვილს გადაეცა. პირველი ბლოკის კულმინაცია მის “ავერსი-გეოფარმის” გამოვლენა გახლდათ. ყველაზე მშვენიერი გეოფარმელი, შორენა გუგეშაშვილი ფილიალ “დადიანიდან”, კოსმეტიკით, თაიგულით, გვირგვინითა და 700-ლარიანი პრემიით დაჯილდოვდა.

დადგა “ავერსის” მსოფლიო დონის ფარმაცევტული საწარმოს დაჯილდოების დროც.
“ავერსი-რაციონალის” ყველაზე მეგობრული თანამშრომლის წოდება ელენე არჩვაძემ დაიმსახურა, ყველაზე კოლეგიალურისა კი ნინო ქავთარაძემ.
ყველაზე შრომისმოყვარე წლეულს ელენე წიწილაშვილი აღმოჩნდა, ყველაზე პროფესიონალის სტატუსი კი მერი ნინიაშვის ერგო.
წარმოების საუკეთესო ოპერატორის წოდება ნინო მგელაძეს ხვდა წილად, ლაბორატორიის საუკეთესო ქიმიკოსად კი ლევან ვანიშვილი აღიარეს.
ნომინაციაში “საუკეთესო შემსრულებელი” შალვა ალელიშვილმა გაიმარჯვა. ათწლედის თანამშრომლის საპატიო წოდება ქალბატონ ნათელა ქარუხნიშვილს არგუნეს, “ავერსი-რაციონალის” ყველაზე ელეგანტური კადრი კი თამარ ხუციშვილი აღმოჩნდა.
ბლოკის დასასრულს, ტრადიციისამებრ, მის “ავერსი-რაციონალიც” დაასახელეს. ეს ტიტული და ფულადი ჯილდო სხვა პრიზებთან ერთად წილად ხვდა მარიამ ციმინტიას, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ნიჭით უკვე არაერთხელ მოხიბლა ავერსელები.
“რაციონალის” დაჯილდოების შემდეგ ორიგინალური და პომპეზური ტორტიც გაიჭრა.
დაჯილდოვდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. ნომინაციაში “ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტი” ადგილები ასე განაწილდა: III ადგილი – ლიდა იაშვილი მარნეულის #2 აფთიაქიდან; II ადგილი – მარინე ცხადიაშვილი “მარნეული #1”-იდან; I ადგილი – მანანა ხარშილაძე ახალციხის #1 აფთიაქიდან. ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტის ტიტულისთვის მართლაც ბევრი იბრძოდა, მაგრამ ქუთაისელებმა პირველობა არავის დაუთმეს: III ადგილი სოფიო ფახურიძეს, ქუთაისის #17 აფთიაქის წარმომადგენელს, ერგო, II ადგილი – სოფო მეგრელიშვილს, I ადგილი კი ანა მაღლაფერიძემ დაისაკუთრა.
ნომინაციაში “საუკეთესო გამგე” III ადგილი ლელა ვეფხვაძემ მოიპოვა გორის #3 აფთიაქიდან. ამავე ნომინაციაში მეორე ადგილის მფლობელი ამბროლაურის ფილიალის გამგე ფიქრია წვერავა გახდა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ კი ნანა მაჩიტიძე, ზესტაფონის #1 აფთიაქი
ს მენეჯერი, დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ 2012 წელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ქუთაისის #3 აფთიაქს ჰყავდა. ფილიალის გუნდმა სერტიფიკატი, წამახალისებელი პრიზები და ფულადი პრემია მიიღო.
ყველაზე ერთსულოვანი გუნდი ქარელის ფილიალის წარმომადგენლებმა შექმნეს. მათაც სერტიფიკატი, წამახალისებელი პრიზები და ფულადი პრემია გადაეცათ, გამგეს კი საზღვარგარეთ ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულების საგზური ერგო.
ნომინაციაში “საუკეთესო რეგიონული აფთიაქი” III ადგილი ზუგდიდის #3 აფთიაქმა დაისაკუთრა, II ადგილი – ზესტაფონის #2 აფთიაქმა, I ადგილის მფლობელი კი გორის #2 ფილიალი გახდა. მის გუნდს სერტიფიკატი, წამახალისებელი პრიზები და 2000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა, გამგე კი ხუთდღიანი შემოქმედებითი შვებულებით საზღვარგარეთ გაემგზავრება.
დადგა “ავერსი-ფარმას” თანამშრომლების დაჯილდოების დროც. გამარჯვებულთა სია ასეთია:
საუკეთესო შემნახველი – მანუჩარ თაბაგარი;
საუკეთესო მესაჭე – დიმიტრი გელაშვილი;
საუკეთესო მთვლელი – ნათია გერაძე;
ჟურნალ “ავერსის” საუკეთესო თანამშრომელი და ჟურნალის ყველაზე ნაყოფიერი კადრი – მარი აშუღაშვილი;
საუკეთესო ადამიანური რესურსი – თამარ ცომაია;
საუკეთესო იურისტი – ანი ბასილაშვილი;
რეკლამის განყოფილების საუკეთესო თანამშრომელი – ლევან გოქაძე;
საუკეთესო მეურნე – დავით რატიანი;
ყველაზე კომუნიკაბელური – თაკო ცერცვაძე;
წლის საუკეთესო პროფესიონალი – მარეხ ბარჯაძე;
ყველაზე მშრომელი – თეა ჩუბინიძე;
ყველაზე მეგობრული – თამუნა იონანიძე;
ყველაზე ელეგანტური – შორენა წიკლაური;

 საუკეთესო დებიუტანტი – ინა აკოფიანი;
 საუკეთესო ორატორი – თამარ მალაზონია;
ყველაზე შედეგიანი – ბელა ჩადუნელი;
ყველაზე მიზანსწრაფული – ლევან ჩინჩალაძე;

ყველაზე ზუსტი – მარიკა ლომთაძე;
იდეების გენერატორი – ნონა ქათამაძე;

წლის საუკეთესო გუნდი – მარკეტინგის V ჯგუფი.
“ავერსის” უმშვენიერესი ქალბატონის გვირგვინი და ფულადი პრიზი კი მარიამ მიზანაშვილმა დაისაკუთრა.
წვეულების ოფიციალური ნაწილი “ავერსის” დამფუძნებლისა და მის ავერსის ვალსით დასრულდა.
ასე ღიმილით გამოეთხოვა “ავერსი” 2012 წელს და იმედებით, ენთუზიაზმითა და ახალი წარმატებების მოლოდინით შეხვდა 2013-ს.
“ავერსი” ძლიერი კომპანიაა, ის კიდევ უფრო გაიზრდება და გაფართოვდება, თითოეული ავერსელი კი ამ მიზნისთვის თავის წილ აგურს დადებს. “ავერსი” სიკეთის, ქველმოქმედების, ჯანსაღი მომავლის სიმბოლოა, მას ვერაფერი მოერევა, რადგან ხალხის ნდობა და სიყვარული უკვე მოიპოვა, რადგან “ავერსი” ერთიანი გუნდია, რადგან მისი ყოველი დღე თითოეული ჩვენგანის, ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვით არის სავსე.

გააზიარე: