მხოლოდ ასე თუ მოიხსენიებ კორპორატიულ საღამოს, რომელიც 26 იანვარს “ავერსის” კლინიკებმა და სადაზღვევო კომპანია “ალფამ” გამართეს. ექიმების ნიჭიერება არავის გაუკვირდება, მაგრამ დამსწრეთა გაოცებას მაინც საზღვარი არ ჰქონდა. პირველი მოულოდნელობა “ავერსის კლინიკის” ნევროლოგის გვანცა გიორგაძის წამყვანის ამპლუაში ხილვა გახლდათ, რომელიც კლინიკის ექიმ-რეგისტრატორთან ელენე კობახიძესთან ერთად შესანიშანვად გაუძღვა საღამოს. მხიარული განწყობა შექმნა ვიდეორეპორტაჟმა, სადაც რესპონდენტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ექიმი ჰაუსი (ცნობილი სერიალის მთავარი გმირი) მართლაც ჩამოდის “ავერსის კლინკაში”. მათ ეს სრულიად არ აოცებთ – “ავერსის კლინიკა” ხომ იმსახურებს ამგვარი პროფესიონალის მასპინძლობას.
..დაიწყო ნამდვილი კონცერტი, რომლის მთავარი მონაწილენი ავერსელები იყვნენ: კლინიკის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ ობგაიძის, შესრულებული ტანგო, წყვილების ლაზური ცეკვა, სიმღერები, კურიოზები... ნომრებს შორის კი ნომინაციები დასახელდა. გამარჯვებულებმა საჩუქრები და ფულადი ჯილდო მიიღეს. მათი ნაწილი კი “ავერსის” დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ, კომპანიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საზღვარგარეთ შემოქმედებითი შვებულებით დააჯილდოვა. მაშ ასე, “ავერსის კლინიკის” საუკეთესო რეგისტრატორები გახდნენ მანანა კაპანაძე (III ადგილი), ნატო მამუკელაშვილი (II ადგილი) და სოფიო მაჩიტაძე (I ადგილი); საუკეთესო სანიტრები – რამილა თანვერდოვა (II ადგილი) და ვენერა გვრიტიშვილი (I ადგილი). საუკეთესო მედდებად დასახელდნენ დიანა პაპინაშვილი (III ადგილი), გულო ფირიაშვილი (II ადგილი) და ხათუნა გრძელიძე (I ადგილი).
ამის შემდეგ ჯერი ექიმებზე მიდგა. ყველაზე მომხიბვლელი ექიმის წოდება ქეთი ალავიძემ დაიმსახურა, ყველაზე კომუნიკაბელურისა – ნანა კვაჭაძემ, ყველაზე კოლეგიალურისა – არმაზ მარიამიძემ, ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორისა – ელენე სარალიძემ. ყველაზე გულისხმიერი ექიმის წოდება სპარტაკ გელაშვილს ერგო, ყველაზე აკადემიურისა – კახა ქუნთელიას, გეგმების შესრულების საუკეთესო მაჩვენებლით მაია რომელაშვილი (II ადგილი და ფულადი ჯილდო) და თამილა შაიაშვილი (I ადგილი) გამოირჩეოდნენ, საუკეთესო წარმომადგენელი ვანდა ნარეკლიშვილი აღმოჩნდა, ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომელი – ხათუნა ჯანელიძე, ფილიალის საუკეთესო მენეჯერები – შორენა აზარაშვილი, მაია ბახტურიძე, ყველაზე წარმატებული ექიმები – სოფიკო საბანაძე (II ადგილი და ფულადი ჯილდო) და გვანცა გიორგაძე (I ადგილი). თითოეული გამარჯვებულისთვის დაჯილდოება მოულოდნელი და სასიხარულო იყო. კოლეგების მილოცვები და საერთო ჟრიამული მათ განწყობას საზეიმო ელფერს მატებდა.
დასასრულს კი სპონტანურად ჩატარებული კენჭისყრით მის “ავერსის კლინიკა 2012” გამოავლინეს. ოთხი ლამაზმანიდან ეს საპატიო ტიტული თინათინ კინწურაშვილს ერგო.
კლინიკის პროგრამის ნაწილი ექიმი ჰაუსთან ”ვიდეორეპორტაჟით” დასრულდა, სადაც ის ამბობს, რომ “ავერსის კლინიკა” იმსახურებს, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების რიცხვში მოიხსენიონ.
სადაზღვევო კომპანია “ალფამ” შარშან მეტად საინტერესო პროგრამა წარმოადგინა, ამიტომ დამსწრეები მოუთმენლად ელოდნენ მის წლევანდელ გამოსვლას. მოლოდინი არ გაუცრუვდათ – დროის მანქანამ სხვადასხვა ქვეყანაში გვამოგზაურა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ეგვიპტური ცეკვა და იტალიური მამბო, ჯუთა თუ სამბა, მხიარული სიმღერები, ქოლცენტრის კურიოზები...
დაზღვეულებმა ვიცით ბევრი ოპერატორის სახელი და გვარი, ვცნობთ მათ ხმას, ახლა კი ამ გოგონების ნახვისა და მათი სიმღერის მოსმენის საშუალებაც მოგვეცა.არანაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია “ალფას” დაჯილდოებამ:
ყველაზე მეტი მიღებული ზარისთვის ჯილდო მაკო გოგნაძეს ხვდა წილად; დაზღვეულთა სიმპათია გახდა ქეთი გოგოძე; ყველაზე შედეგიან ანლიტიკოსად ხათუნა კიკვიძე დაასახელეს, ერთგულ მცველად – გივი ბერიაშვილი; წლის საუკეთესო რეპორტისთვის დაჯილდოვდა ნინო ხმიადაშვილი; ყველაზე გულისხმიერი თანამშრომელი რუსუდან სახვაძე აღმოჩნდა, წლის დებიუტი – სოფო ბუაძე; წლის საუკეთესო მენეჯერად მაია ხომერიკი დასახელდა; ნომინაციაში “ყველაზე ხარისხიანი” გაიმარჯვა ქეთი ინასარიძემ, კომპანიის ინტერესების საუკეთესო დამცველად კი ედუარდ თხილაიშვილი აღიარეს.
მის “ალფა 2012” კი ქეთევან ჯინჭარაძე გახდა. წელს კომპანია “ავერსის” მფლობელობაში გადავიდა კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი. მისმა დირექტორმა, მადონა ჭეიშვილმა, დამსწრეებს აღუთქვა, რომ მომავალი წლიდან ერისთავის კლინიკა აქტიურად ჩაერთვება საღამოს გასართობ პროგრამაში, წელს კი მხოლოდ ნომინაციები წარადგინეს:
ქირურგიის ეროვნული ცენტრის საუკეთესო სანიტარი გახდა პებლო ბუჯიაშვილი, საუკეთესო ექთანი – ლამზირა ბეიტრიშვილი, საუკეთესო საოპერაციო და – ეკა შარაბიძე. პირველი ქალი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორიაში ცენტრის მედდა, მასაჟისტი ვარდო მუხიგულაშვილი აღმოჩნდა, საუკეთესო ისტორიის ავტორი – ქირურგი გიორგი კორახაშვილი, ყველაზე მოუცლელი ექიმი – კახა ჩიქოვანი, ადმინისტრაციის საუკეთესო წარმომადგენელი – ლია მატუა, საუკეთესო მენეჯერი – დიმიტრი შავდია, ხოლო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცოცხალ ლეგენდად ერთხმად აღიარეს ღვაწლმოსილი ექიმი ტრისტან ფერაძე.
დაჯილდოება დასრულდა, მაგრამ საკონცერტო პროგრამა გაგრძელდა. საისამოვნო, ხალისიანი, მეგობრული განწყობა “ავერსელებს” დიდხანს გაჰყვებათ და შეეცდებიან, მომავალი წლის კორპორატიული წვეულებისთვის უფრო მეტი წარმატება დააგროვონ.
სიურპრიზების საღამო
- 2013-01-26