ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა წლის შემაჯამებელი შეხვედრა თემაზე - „რამაც აქამდე მოგიყვანა შორს ვეღარ წაგიყვანს", რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. ინტერაქციულ გარემოში განვიხილეთ ის თემები და გამოწვევები, რომელიც თან ახლავს სიახლეებისაკენ სავალ გზებს როგორც პროფესიულ, ისე პირად განვითარებაში.
ვისაუბრეთ ცვლილებების მნიშვნელობაზე, ძველი მიდგომების გადახედვასა და ახალი ხედვების ჩამოყალიბებაზე.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, რომელთა დახმარებითაც ახალი წელი ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტში შეიძლება იქცეს უფრო ჰარმონიულ და სტრატეგიულ ეტაპად.


















































