"ავერსის თასის" 2025 წლის საშემოდგომო ტურნირში უპრეცედენტო რაოდენობის მოზარდი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ქართველების გვერდით პირველობისთვის იბრძოდა 250-ზე მეტი უკრაინელი, ბელორუსი, სომეხი სპორტსმენი, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდეა.
ტურნირს, ტრადიციისამებრ, "სითი სპორტის" კორტებმა უმასპინძლა. როგორც კორტების ხელმძღვანელმა მიხეილ ბუთხუზმა აღნიშნა, "ავერსის თასი" ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ასპარეზობის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
2025 წლის საშემოდგომო ტურნირის გამარჯვებულები არიან:
- 5-დან 8 წლამდე (წითელი ბურთები)
1. დემეტრე მეტრეველი
2. დემეტრე ჩიბირაშვილი
3. მაშა ტარტინსკი
- 8-დან 9 წლამდე (ნარინჯისფერი ბურთები)
1. ლიზი გოგიტაძე
2. ალექსანდრე კენჭაძე
3. სავა ზახაროვი
- 9-დან 10 წლამდე გოგონები (მწვანე ბურთები)
1. მარიამ ბაქრაძე
2. მარიამ ჯორჯიკია
3. ზლატა ბორდინსკა
- 9-დან 10 წლამდე ბიჭები (მწვანე ბურთები)
1. იური კრასნოპეროვი
2. გაბრიელ ტატანაშვილი
3. საბა აბესაძე
- 12 წლამდე გოგონები
1. მართა სამხარაძე
2. ქეთევან ჩახვაშვილი
3. ლიზა ფანჩულიძე
- 12 წლამდე ბიჭები
1. ლევან გირკელიძე
2. გიორგი ჭიჭინაძე
3. ერეკლე კირვალიძე
- 14 წლამდე გოგონები
1. მარიამ ნუცუბიძე
2. ელისაბედ ხორავა
3. მილანა ხალვაში
- 14 წლამდე ბიჭები
1. გაბრიელ ბრეგვაძე
2. გაბრიელ გაბიჩვაძე
3. ნიკოლოზ გვარამაძე
- 16 წლამდე გოგონები
1. ანასტასია ტვილდიანი
2. კესარია გუგუშვილი
3. ანა აგუმავა
- 16 წლამდე ბიჭები
1. ნიკოლოზ თოფურიძე
2. დათა ჩაჩუა
3. ნიკოლოზ მახათაძე
28 ოქტომბერს, ტურნირის საზეიმო დახურვაზე, კომპანია "ავერსის" წარმომადგენლებმა ფინალისტებს პრიზები, სიგელები და მედლები გადასცეს.
მოზარდ ჩოგბურთელთა ტურნირი "ავერსის თასი" კომპანია "ავერსის" ერთ-ერთი გამორჩეულად საამაყო პროექტია. ის 2010 წელს დაფუძნდა და წელიწადში ორჯერ იმართება. "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ "ავერსის თასის" მფლობელები დღეს უკვე წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით.









































