ავერსული ჯომარდობის მეორე დღე

ავერსული ჯომარდობის მეორე დღე

  • 2025-08-03

ავერსელები 27 ივლისსაც ესტუმრნენ არაგვს. ამჯერად ჯომარდობაში „ავერსის კლინიკის“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის, „მედალფასა“ და „მედკაპიტალის“ გუნდები მონაწილეობდნენ.

დაძაბულ შერკინებაში გამარჯვება არავის დაუთმო ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც კაპიტანი გიორგი ელიაშვილი, მისი სეხნია და მოგვარე გიორგი ელიაშვილი, პაატა ლეჟავა, ავთანდილ ჩხაიძე, ნინო მახარაშვილი და თამარ ქურდიანი ასპარეზობდნენ.

მეორე ადგილი დაიკავა „ავერსის კლინიკის“ გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ლუკა ჯორბენაძე, ანნა როსებიშვილი, ნინო კიკნაძე, რუსუდან ქობლიანიძე, ეკა ხუროშვილი და კაპიტანი - კლინიკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გუნდი გვანცა კობაიძის, ნუნუ მაისაშვილის, კახა ჩომახიძის, ნანა ნაოჭაშვილის, დათო ხოზრევანიძისა და ლევან ქართლოსიშვილის შემადგენლობით ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.

კლინიკებს შორის შერკინება თიმბილდინგშიც გაიმართა და ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა აქაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ავერსის“ ხელმძღვანელობის ინიციატივა გასვლითი ღონისძიებებისა და სპორტულ თამაშობათა შესახებ მიზნად ისახავს არა მხოლოდ განტვირთვას, არამედ ჰოლდინგის სხვადასხვა რგოლს შორის მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობების განმტკიცებას, არაფორმალურ გარემოში ერთმანეთის გაცნობას და დაახლოებას. ეს სახალისო აქტივობები თითოეულ ავერსელს მოტივაციას და სტიმულს მატებს.

გააზიარე: