ავერსისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება

ავერსისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება

  • 2025-07-25
თსსუ-ში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, სადაც ტრადიციულად კომპანია ავერსი მონაწილეობდა.

ბრენდი წარმოდგენილი იყო სპეციალური კუთხით, სადაც ადამიანური რესურსების სამსახურის თანამშრომლებმა კურსდამთავრებულებს ავერსისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

''ავერსისთვის ახალგაზრდებში ინვესტირება ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარია. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და კარიერულ წინსვლას'' - აღნიშნა ავერსის ადამიანური რესურსის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მჭედლიშვილმა.

ვულოცავთ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და ვუსურვებთ მათ პროფესიულ წარმატებას!
გააზიარე: