ავერსული ჯომარდობა

ავერსული ჯომარდობა

  • 2025-07-24
20 ივლისს, მდინარე არაგვზე ავერსის ტრადიციული ჯომარდობა გაიმართა, რომელშიც ავერსი-ფარმას, ავერსი-რაციონალისა და ალფას თანამშრომლები მონაწილეობდნენ!

ჯომარდები სოფელ მაღაროსკარიდან დაეშვნენ და ათი კილომეტრი გაცურეს. გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებდა, ვისი ნავიც აღელვებულ მდინარეზე ბოლო, ორკილომეტრიან მონაკვეთს ყველაზე სწრაფად დაფარავდა.

ჯომარდობაში I და II ადგილი ავერსი-ფარმამ მოიპოვა, ხოლო III ადგილი ავერსი-რაციონალის გუნდს ერგო.

კომპანიის წარმომადგენლებს შორის ასევე გაიმართა თიმბილდინგი - სისწრაფეზე, მოხერხებულობასა და გუნდურობაზე, სადაც გაიმარჯვა ავერსი-რაციონალის გუნდმა.

როგორც ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა და ჯომარდობის ორგანიზატორმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა: ''ჯომარდობა ავერსის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ტრადიციაა. წლევანდელი შეჯიბრიც, როგორც ყოველთვის, საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა''
გააზიარე: