ავერსის საფეხბურთო გუნდი სამოყვარულო ტურნირის ჩემპიონია

ავერსის საფეხბურთო გუნდი სამოყვარულო ტურნირის ჩემპიონია

  • 2025-05-29
კომპანია ავერსის სპორტული კლუბი სპორტ-ბიზნეს-მენეჯმენტის (SBM) მიერ ორგანიზებული სამოყვარულო ტურნირის აქტიური მონაწილეა.
25 მაისს, მინიფეხბურთის მეჩვიდმეტე ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე, ავერსის გუნდმა NS studio-ს ნაკრებს ანგარიშით 6:3 სძლია და ვერცხლის ლიგის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. მანამდე გუნდი ჯერ ბრინჯაოს, მერე კი ვერცხლის ლიგის პრიზიორი გახდა.
ვულოცავთ ავერსელებს ვერცხლის ლიგის ჩემპიონობას და მომავალ ტურნირებში გამარჯვებას ვუსურვებთ!
გააზიარე: