“ავერსის” მტრედი-ბარათის მეექვსე წამახალისებელი გათამაშება 2014 წლის 14 სექტემბერს “რუსთავი 2”-ის ეთერში გაიმართა. ყველაზე იღბლიან მონაწილეს მთავარი პრიზი, 20 ათასი ლარი ხვდა წილად, ხუთ გამარჯვებულს – 10 ათასი, კიდევ ხუთს კი 5 ათასი ლარი ერგო. ასევე გათამაშდა სამი საგზური იერუსალიმში – წმინდა მიწაზე.
ხუთი ათასი ლარის მფლობელები გახდნენ ქუთაისელი გივი კობერიძე, თბილისელები იზოლდა აღაპიშვილი და ზურაბ ყორღანაშვილი, გორელი ოთარ ბიჭიკაშვილი და აბაშელი მარიამ თოფურია. მარიამი “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოლარე ოპერატორად მუშაობს. გათამაშების დღეს 23 წლის გახდა და შესანიშნავი საჩუქარიც მიიღო:
– ჩემს დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად ქობულეთში აღვნიშნავდით. ტელეფონი დასამუხტი იყო და სტუდიიდან ზარს ვერ ვუპასუხე, თუმცა სიურპრიზი “ავერსმა” მაინც მომიწყო. ამ კომპანიის სახელი ჩემთვის წარმატების სინონიმია.
ათიათასლარიანი პრიზი წილად ხვდათ თბილისელ ლაშა ნადირაძეს, ჩხოროწყუელ მზია ძიმისტარიშვილს, გორელ ბესარიონ ეცადაშვილს, ახალქალაქელ ალიოშა ტოროიანს და საჩხერელ ხათუნა ამყოლაძეს.
ხათუნა 33 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს და ოჯახითურთ სავანეში ცხოვრობს. ამბობს, “ავერსის” როგორც აფთიაქის, ისე კლინიკის მომსახურებით ხშირად ვსარგებლობ და ყოველთვის მადლიერი ვარო:
– ახლა – მით უმეტეს! სიტყვები არ მყოფნის იმ სიხარულის გამოსახატავად, რაც ამ გათამაშებამ ჩვენს ოჯახს მოუტანა. როცა დამირეკეს, ეზოში ვიყავი, – სოფელში ამ დროს საქმეს რა გამოლევს, – ტელეფონი კი ოთახში დამრჩენოდა... როცა შემატყობინეს, ათი ათასი ლარი მოიგეო, ყურებს არ დავუჯერე – ხომ არ მეხუმრებით-მეთქი. დიდი მადლობა “ავერსს”, ადამიანებს ასეთ სიხარულს რომ სჩუქნის!
საგზური წმინდა მიწაზე თბილისელებს – გიორგი ჯაშს, ნინო ნატრიაშვილსა და თამარ უტიაშვილს ხვდათ წილად.
37 წლის თამარი უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა უკვე ორი თვეა, აღარ მუშაობს:
– ოჯახური მდგომარეობის გამო სამსახურზე ფიქრსაც ვერ ვბედავ – დედა ავადმყოფობს. ამის გამო “ავერსის” კლინიკის ხშირი სტუმრები ვართ. წამლებიც ხშირად გვჭირდება... გათამაშების დროს ტელევიზორს არ ვუყურებდი, არც ტელეფონის ხმა გამიგონია. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ბიძაშვილმა დამირეკა, “ავერსის” გათამაშებაში საგზური მოიგე და ტელეფონს უპასუხეო. ძალიან გამიხარდა... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა “ავერსს”.
გათამაშების მთავარი პრიზი, 20 ათასი ლარი, თეა ბუღაშვილს ერგო. თეა 38 წლისაა და ნოემბერში მეორე შვილს ელოდება. მის უფროს, 18 წლის ვაჟს ცერებრალური დამბლა აქვს. მუდმივად წამლები გვჭირდება და მხოლოდ “ავერსის” აფთიაქებში ვყიდულობო, ამბობს თეა:
– იმდენად არ ველოდი მოგებას, რომ გათამაშება არც გამხსენებია. თანაც იმ დღეებში დედამთილი ზუგდიდის საავადმყოფოში დავაწვინეთ ფარული სისხლდენის დიაგნოზით. იმ საღამოსაც მასთან ვიყავი. ტელეფონმა რომ დარეკა, ექიმს ვესაუბრებოდი. ხუმარა ნათესავი მყავს, სალომე. ხშირად მირეკავს, ხან – ვითომ ბანკიდან, ხან – საგადასახადოდან... დარწმუნებული ვიყავი, ამჯერადაც ის მეხუმრებოდა, 20 ათასი ლარის მოგება ვერაფრით დავიჯერე... წარმოიდგინეთ, რა დიდი სიხარულია ეს თანხა ჩვენთვის, ემოციის გამოხატვაც კი მიჭირს. მადლობელი ვარ თქვენიც და უფლისაც... “ავერსის” ერთგული მომხმარებლებისთვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს გაიმართა და მას შემდეგ სასიამოვნო ტრადიციად იქცა. იყავით “ავერსის” ერთგული, დააგროვეთ ქულები მტრედი ბარათზე და მოიგეთ უამრავი სასურველი პრიზი. Aავერსი კი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!
“ავერსის” მტრედი ბარათის მეექვსე გათამაშება
- 2014-09-15