19 ივლისს ფესტივალმა “არტ გენმა” სტარტი აიღო. მოსულ სტუმრებს, ავერსმა ულამაზეს სივრცეში უმასპინძლა, სადაც უამრავ სიურპრიზთან ერთად მოეწყო გათამაშებები და სტუმრებს გადაეცათ საჩუქრები.
ფესტივალის პირველი დღე სამეგრელოს, აფხაზეთსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებს დაეთმო. საფესტივალო დღეები ფოლკლორულმა ჯგუფებმა “ჰოროლიმ” და “ჩვენებურებმა” გახსნეს, დღე კი თემურიკო დიასამიძე და მეგობრებმა დაასრულეს.