მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის რიგით ოცდამესამე დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 9 ივლისს გაიმართა. გალა საღამოზე ექსპერტების მიერ შერჩეული წლის საუკეთესო კომპანიები კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდნენ
სამედიცინო სფეროში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დაჯილდოვდა “ავერსი” და მისი დამფუძნებელი პაატა კურტანიძე. კომპანია გამარჯვებული გახლავთ ნომინაციაში - "ინოვაციური პროექტები და მაღალტექნოლოგიური სააფთიაქო ქსელი, გუნდის პროფესიონალიზმი"
საზეიმო ღონისძიებას ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო სტუმრები, ხელისუფლების, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების გამოვლენა, ასევე, კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება
ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის პერსპექტივა.