"ავერსი" ფეხბურთის ბიზნეს-ჩემპიონატის ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია

  • 2024-06-11

ორგანიზაცია sbm-ის ინიციატივით ორგანიზებული ფეხბურთის ბიზნეს-ჩემპიონატი "ავერსის" გამარჯვებით დასრულდა - ფარმაცევტული კომპანიის ახალგაზრდულმა გუნდმა ვერცხლის ლიგის ფინალში დაძაბულ ორთაბრძოლაში არქიტექტურული კომპანია  Ns Studio-ს გუნდს 2:1 სძლია.

როგორც "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა აღნიშნა, გამარჯვებას საფუძვლად დიდი შრომა და მტკიცე დისციპლინა ედო:

- "აღფრთოვანებული ვარ ბიჭების მონდომებით და მოგების ჟინით; ასევე, მწვრთნელის პროფესიონალიზმითა და მენეჯერული უნარებით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, ვინც სტადიონზე მოსვლით უზომოდ გაგვახარა და გაგვამხნევა.

მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, რადგან გვაძლევენ შესაძლებლობას რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგალითი მივცეთ მომავალ თაობას, გავაღრმავოთ მეგობრული ურთიერთობები და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებები!

გუნდის კაპიტნის კობა სებუას თქმით, ვერცხლის ლიგაში 8 გუნდი მონაწილეობდა.

მეგობრობის თასის ფინალი კი 15 ივნისს სპორტულ კომპლექს "არენა 2"- ში გაიმართება.

"ავერის" სპორტული კლუბი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებით დაკომპლკექტდა, აქტიურად არის ჩართული სპორტულ აქტივობებში და არაერთი სამოყვარულო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლავთ.

გააზიარე: