"ავერსის" საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოეს

  • 2024-05-28

მაისში "ავერსის" თასის 28-ე საგაზაფხულო გათამაშება გაიმართა. გამარჯვებულებს, ტრადიციისამებრ, "სიტი სპორტის" კორტებზე საზეიმო ვითარებაში გადაეცათ პრიზები, სიგელები და ავერსული საჩუქრები.

"ავერსის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა სიამოვნებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ დამწყები სპორტსმენებისთვის კომპანია "ავერსის" მხარდაჭერა ძლიერი მოტივაციაა:

- დაჯილდოების ცერემონიალზე ბავშვები გახარებულები და ბედნიერები იყვნენ - ყველას ძალიან ეამაყებოდა მიღებული ჯილდო. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების ცხოვრებაში "ავერსის" სახელი ასეთ დადებით ემოციებთან ასოცირდება. მჯერა, მათ დიდი გზა ელით და საქართველოს არაერთხელ ასახელებენ მსოფლიო ასპარეზზე. "ავერსი" მუდამ უჭერს მხარს სპორტულ აქტივობებს და ღონისძიებებს, რითაც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ეს ძალიან გვეამაყება.

როგორც “სიტი სპორტის” ხელმძღვანელმა მიხეილ ბუთხუზმა აღნიშნა, ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდა ასზე მეტი მოზარდი ჩოგბურთელი საქართველოდან,  უკრაინიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან.  გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:

5-დან 8 წლამდე

1. გიორგი მატკავა

2. ალექსანდრე შაქარაშვილი

3. ლიზი გოგიტაძე

8-9 წლის გოგონები:

1. ნიტა ქარსელაძე

2. ზლატა ბოლდინსკაია

3. თეკლა შარაბიძე

8-9 წლის ვაჟები:

1. მიხაილ პადეროვი

2. ალექსანდრე შუბითიძე

3. სანდრო ბოქოლიშვილი

9-10 წლამდე გოგონები

1. ნია შავლიაშვილი

2. ლილუ მირიანაშვილი

3. მარიამ მარიკაშვილი

9-10 წლის ვაჟები

1. ლაშა გორელაშვილი

2. თედო შარაბიძე

3.  მიხაილ პადეროვი

"ავერსის" საჩოგბურთო ტურნირი უკვე 14 წელია წარმატებით მიმდინარეობს და ახალგაზრდა სპორტსმენებს დიდი სპორტისკენ მიმავალ გზას უკვალავს.

გააზიარე: