„ავერსის“ სააფთიაქო ქსელს ახალი აფთიაქი შეემატა

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელს ახალი აფთიაქი შეემატა

  • 2024-04-10

ბარათაშვილის ქუჩაზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი საზეიმოდ გაიხსნა. თანამედროვე ინტერიერითა და დიზაინით გამორჩეულ აფთიაქში  მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი და მრავალი დასახელების სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკაა წარმოდგენილი. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითმომსახურების აპარატით, რომელიც სასურველი პროდუქციის შეძენას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ახალი აფთიაქის ავერსული პრეზენტაცია სიურპრიზებით, ფოიერვერკით, ანიმატორებითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიმართა.

ყველა მომხმარებელს, ვინც დღის განმავლობაში აფთიაქში პროდუქცია შეიძინა, საჩუქრად კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები გადაეცა.

უპრეცედენტო ფასდაკლების აქციები ახალ აფთიაქში აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. 

დღეს კომპანია „ავერსი“ საქართველოს მასშტაბით 336 აფთიაქს აერთიანებს.

გააზიარე: