„ავერსმა“ ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა

„ავერსმა“ ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა

  • 2024-03-12

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ სამი და რვა მარტის დღესასწაულები ღვაწლმოსილ ქალბატონებს, პენსიონერებს, ქალ მსჯავრდებულებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს და მათ დედებს მიულოცა და საჩუქრად კოსმეტიკური, ასევე, თავის მოვლის საშუალებები გადასცა.

- მარტი ქალბატონების თვეა და გაზაფხულის დღესასწაულებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ -  აბობენ, ყოველი წარმატებული მამაკაცის ზურგსუკან ძლიერი ქალი დგას, რომელიც მას გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს, განვითარების სტიმულს აძლევს და ენერგიით ავსებსო.

ქალის და დედის კულტი საქართველოში წმინდაა.  ჩვენს ქვეყანას მრავლად ჰყავს გმირი, ღვაწლმოსილი, წარმატებული ქალები, რომლებიც პოლიტიკაში, ხელოვნებაში და სპორტშიც ტოლს არავის უდებენ. ჩვენს არაჩვეულებრივ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ვულოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს! ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ, მუდამ ლამაზები, მომხიბვლელები და გამორჩეულები იყვნენ.  

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ მშვენიერ ქალბატონეს გაზაფხულის დღეები სასიაოვნო სიურპრიზებით გაულამაზა.

გააზიარე: