"ავერსის" სააფთიაქო ქსელის კორპორაციული წვეულება ქუთაისში

  • 2024-03-04

"ავერსის" სააფთიაქო ქსელისდასავლეთი საქართველოს ფარმაცევტების კორპორაციული წვეულება, წლებია, ქუთაისში იმართება. ღონისძიებას ამჯერადაც რესტორანმა "ქალაქურმა" უმასპინძლა. "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ წვეულების სტუმრებს 2024–ის შემობრძანება მიულოცა და მოკლედ შეაჯამა განვლილი წელი. ფარმაცევტებს "ავერსი–რაციონალის" გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძეც მიესალმა.

მომღერალი ქეთი თურქია შესანიშნავად გაუძღვა საღამოს. რა თქმა უნდა, სტუმრებმა მისი სიმღერითაც ისიამოვნეს, თუმცა ქეთის არც წალენჯიხის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის, ხონის აფთიაქების თანამშრომლებმა დაუდეს ტოლი.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ავერსელებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ, რამდენიმე მათგანი კი კომპანიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობით დააჯილდოეს.

საუკეთესოებად დასახელდნენ:

ფარმაცევტის საუკეთესო დებიუტი: ნანა ხოსრიაშვილი, თათია ჭანკოტაძე, თეონა ხარაძე

ყველაზე გულისხმიერი ფარმაცევტი: სოფიო ბენიძე, ლამარა ქათამაძე, თამარ ჭიქაბერიძე, დავით სულავა

ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტი: გალინა ხაჭაპურიძე, ელიზა მიქელაძე, თეონა ლეჟავა, ლანა ბერიშვილი

კონსულტანტის საუკეთესო დებიუტი: ნანა ნიკოლაიშვილი, მელანო ქურასბედიანი, თამარ ძიმცეიშვილი

საუკეთესო  კონსულტანტი: ნინო კვარაცხელია, მაია ჯიგანაძე

საუკეთესო დიასახლისი: ნანა გულორდავა

აფთიაქის მენეჯერის საუკეთესო დებიუტი: მადონა იობიძე, ირინე მეტრეველი, ლამარა პერანიძე

აფთიაქის საუკეთესო მენეჯერი: თამარ მაჭავარიანი, ნანა ლოლომაძე, ნუნუ უნაფქოშვილი, ნათია ქათამაძე

ყველაზე ერთსულოვანი გუნდი: ქუთაისი N5, ამბროლაური, ცაგერი

ყველაზე მიზანსწრაფული გუნდი: ბათუმი N11, ჭიათურა N1, საჩხერე N3

საუკეთესო აფთიაქი: ბათუმი N5, ზუგდიდი N4, ქუთაისი N15, ბათუმი N16, ქუთაისი N25

საუკეთესო მესაჭე: ფარვიზ ფხაკაძე

საუკეთესო სამეურნეო მენეჯერი: იაგო ვარშანიძე, დავით მიქაია

"ომრონის" რჩეული აფთიაქი: ბათუმი N16, ბათუმი N3, ქუთაისი N5, სენაკი N1, სამტრედია N2

"ომრონის" მეგობარი ოპერატორი: ნათია გაჩეჩილაძე, შორენა ბარკალაია, ქეთევან მაღლაკელიძე, სალომე სართანია, აზა ბედინაძე

მომხმარებლის იმედი: ნანა კოჩალიძე, ელენე საბანაძე, მაია სიმონია, ნონა ზოიძე, მაია ციმინტია, ნინო დოღონაძე, ეთერ ლოსაბერიძე, მონიკა კვარაცხელია, ნატალია ბეჟიაშვილი, მზია შაინიძე, ნათია ავალიანი

კომერციული დეპარტამენტის გაყიდვების საუკეთესო მენეჯერი: მანუჩარ ქათამაძე

"ავერსის" წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის: ქეთევან კაპანაძე, ნათია რატიანი

მის "ავერსის" აფთიაქი-2004: ელენე საბანაძე

გააზიარე: