„ავერსს“ ქართული სპორტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს

„ავერსს“ ქართული სპორტის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს

  • 2024-02-09

ქართულ სპორტს "ავერსის" სახით ერთგული ქომაგი და ძლიერი გულშემატკივარი ჰყავს, რომელიც 2009 წლიდან დღემდე მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს სპორტის განვითარებაში - ზრუნავს  მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე.

საქართველოს ეროვნულ ოლიპიურ კომიტეტთან ყოველწლიურად ახლდება მემორანდუმი, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უსასყიდლოს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობსთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

დღემდე ეროვნული კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 1 567 227. 25 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს  1 095 683. 85 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 2 662 911. 10 ლარს.

„ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ოლიმპიურ კომიტეტსა და „ავერსს“ შორის წლებია გრძელდება:

- განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, თანადგომა გავუწიოთ არა მხოლოდ მოქმედ სპორტსმენებს, არამედ  დამსახურებულ ვეტერანებსაც, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელეს მსოფლიო ასპარეზზე. მადლობას ვუხდი ჩვენს ტიტულოვან სპორტსმენებს იმ დამსახურებებისთვის, რაც ქვეყნის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის წინაშე აქვთ.

„ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ  წარმატება უსურვა სპორტსმენს რომლებიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგებიან.

საქართველო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპორტული საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა „ავერსის“ ხელმძღვანელობას თანადგომისთვის და ამ მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: სრულფასოვანი და მაღალი დონის სამედიცინო სერვისების გარეშე სპორტში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდაო, აღნიშნა ბატონმა ლერიმ.  

მემორანდუმის განახლების ცერემონიალს არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი ესწრებოდა.

„ავერსი“ წარმატებას და გამარჯვებას უსურვებს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს.

გააზიარე: