28 დეკემბერს, რამდენიმეკვირიანი საიდუმლო მისიის შემდეგ, ავერსელებს, ბოლოს და ბოლოს, მიეცათ საშუალება, გამოეცნოთ, ვინ იყო მათი პირადი სანტა. მინიშნებებმა, გამოცანებმა, ერთმანეთისადმი მიძღვნილმა ლექსებმა შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი როლი და სანტების ვინაობაც გამჟღავნდა. წვეულება, რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა – იყო დიდი სიყვარულით შერჩეული საჩუქრები, ტკბილეულით სავსე სუფრა, ინტერაქციული თამაშები და ბევრი მხიარულება.
ავერსი სიყვარულით გილოცავთ ახალ 2024 წელს!