საქველმოქმედო ფოდნი,,ავერსი’’ ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

საქველმოქმედო ფოდნი,,ავერსი’’ ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

  • 2023-12-30

საქველმოქმედო ფონდ "ავერსში" საახალწლო ფუსფუსი დეკემბრის თვეში დაიწყო - სადღესასწაულოდ უამრავი საჩუქრის მომზადება უნდა მოესწროთ, რადგან შობა-ახალ წელს "ავერსისგან" ჯადოსნურ სიურპრიზებს ყველა ელის.

მართლაც, საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ტრადიციული აქციებით უამრავი ადამიანი გაახარა:

* ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები;

* მრავალშვილიანი ოჯახები საახალწლო სპექტაკლებზე მიიწვია;
* უსაჩუქროდ არ დატოვა მზრუნველობამოკლებული ბავშვები და ხანდაზმულები;
* რეგიონებშიც სიურპრიზებით მიულოცეს პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
* 2024 წლის დადგომა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ორგანიზაციებსაც მიულოცეს;
* ღვაწლმოსილ ქალბატონებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.
* ახალი წლის დღესასწაული სიურპრიზებითა და საჩუქრებით მიულოცეს ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს.

"ავერსმა" ყველგან სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ შობა - ახალ წელს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელიბას, ხვავს, ბარაქას და ბედნიერებას გისურვებთ!

გააზიარე: