კომპანია „ავერსი“ 29 წლისაა

კომპანია „ავერსი“ 29 წლისაა

  • 2023-11-16

14 ნოემბერს კომპანია „ავერსი“ 29 წლის გახდა, ხოლო აღმაშენებლის N148–ში მდებარე აფთიაქს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. იუბილარმა კომპანიამ თანამშრომლებს სიურპრიზი მოუწყო – დილით სამუშაო მაგიდებზე „ავერსის“ სიმბოლიკით მოხატული ტკბილეული დაახვედრა. საჩუქრების ცვენა იყო აფთიაქებში. დასაჩუქრდა ყოველი 29–ე მომხმარებელი, ხოლო თავის მოვლის საშუალებებსა და კომსეტიკაზე გრანდიოზული ფასდაკლება გამოცხადდა.

აღმაშენებლის აფთიაქის წინ სადღესასწაულო პერფორმანსი და პრიზების გათამაშება გაიმართა. მხიარული მარში, პანტომიმა, გლინტვეინი, ბატიბუტი, ბამბის ნაყინი თავს ზღაპარში გაგრძნობინებდათ. ავერსელებმა და მათმა სტუმრებმა ზეიმიდან საჩუქრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც წაიყოლეს.

დღე ულამაზესი და უგემრიელესი ტორტით დასრულდა.

გააზიარე: