“სათავგადასავლო რალი საქართველოს” მეხუთე, საიუბილეო რბოლას იმერეთმა და სამეგრელომ უმასპინძლეს. ავტომრბოლელ ქალთა საერთაშორისო შეჯიბრება ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. მისი მიზანი ქალების გაძლიერება და საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობაა. ამასთან ერთად, რბოლას ჰუმანიტარული მისიაც აქვს, რის გამოც, „ავერსი“, როგორც სოციალური პროექტების მხარდამჭერი კომპანია, უკვე მეორე წელია, რალის პარტნიორი გახდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა რალის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დიდი რაოდენობის პირველადი მოთხოვნილების ნივთები და საჭირო პროდუქცია გაატანეს. „ავერსის“ საჩუქარებით მრავალშვილიანმა ოჯახებმა და სკოლისა და ბაღის მოსწავლეებმაც გაიხარეს.
რალი სტეფანწმინდაში დასრულდა. გამარჯვებულებს პრიზები კომპანია "ავერსმაც" გადასცა და ამ არაჩვეულებრივ პროექტს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.