სექტემბერი ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. უკვე მეცხრე წელია, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის თაოსნობით მსოფლიო მოძრაობას საქართველოც უერთდება. სიცოცხლის ფესტივალი წელს ენგურის ხიდზე გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ოთხი რეგიონი მოიცვა. „კაჭრეთის ამბასადორში“ რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომლებზეც ფესტივალის გენერალური სპონსორი – კომპანია „ავერსიც“ გახლდათ მიწვეული. კომპანიის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში თემაზე "როგორ შევქმნათ ადამიანზე ფოკუსირებული სერვისი", რომელსაც საერთაშორისო ტრენერი უძღვებოდა, ჩაერთნენ კომპანიებს შორის გამართულ ბოულინგის ტურნირში, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავეს, და დაესწრნენ ფონდის მიერ ორგანიზებულ დასკვნით ღონისძიებას. როგორც ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი დედა თინათინი ამბობს, „ავერსი“ მუდამ მხარში უდგას ფონდის ყველა სასიკეთო წამოწყებას.
„ავერსი“ სიცოცხლის ფესტივალის გენერალური სპონსორია
- 2023-09-21