"ავერსი" მინი ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირის ჩემპიონია

  • 2023-08-30

 "ავერსის" სპორტული კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა -  ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანი მოთამაშისა და მწვრთნელის - ალექსანდრე კვერნაძის სახელობის ტურნირში "ავერსის" მინი ფეხბურთის გუნდმა ჩემპიონობა არავის დაუთმო.

ზედიზედ ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო: პირველ შეხვდრაზე  10:6 სძლია "აისს". მეორე შეხვედრა  "ავერსის" სასარგებლოდ 8:1 დასრულდა "გელათის" წინააღმდეგ, ხოლო მესამე შეხვედრა მეტოქის - "კულინარის" გამარჯვებით 8:5 დამთავრდა.

ნახევარფინალური შეხვედრა "დეილისთან" 2:6 "ავერსის" გამარჯვებით დასრულდა.
ტურის ბოლო მატჩი 22 აგვისტოს "აეროპორტის" წინააღმდეგ გაიმართება და "ავერსმა" მოწინააღმდეგეს 6:4 სძლია.
წყალტუბოს სპორტის სასახლეში გამართულ მინი ფეხბურთის სამოყვარულო ლიგაში ათზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობდა. ტურნირში 18 გატანილი გოლით "ავერსის" ბომბარდირმა ზურაბ დიდიძემ გამოიჩინა თავი. ტურნირის პირველი გოლის ავტორი და საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მფლობელი  კი "ავერსის" წარმომადგენელი  ვახო ციბაძე გახდა. 

გამარჯვებული გუნდები და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური პროზებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებას გილოცავთ ავერსელებო!

გააზიარე: