ფესტივალი „Art-გენი“ დასრულდა

ფესტივალი „Art-გენი“ დასრულდა

  • 2023-08-02
კვირას, 30 ივლისს, ულამაზესი მუსიკით და საოცარი ემოციებით დასრულდა „Art-გენი 2023“.
მეოცე, საიუბილეო სეზონზე ქართული ხალხური რეწვისა და შემოქმედების ფესტივალმა, ტრადიციულად, უამრავ მსმენელსა და მუსიკალურ შემსრულებელთან ერთად ჩაიარა.
ფესტივალის წარმდგენი, უკვე მესამედ, კომპანია „ავერსი“ გახლდათ. „Art-გენზე“ მას საკუთარი სივრცე ჰქონდა, სადაც მოწყობილი იყო გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ზონები ფოტოგადაღებისა და აკვაგრიმისთვის, საათში ერთხელ თამაშდებოდა სახის მოვლის საშუალებები.
Art-გენი ძალიან კარგ ქართულ საქმეს აკეთებს და მოხარული ვართ, რომ ამაში ჩვენც ვეხმარებით. ხალხური სიმღერების, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შეკრება, ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და დაარქივება ის შრომაა, რომლის მნიშვნელობასაც თანდათან უფრო და უფრო უკეთესად დავინახავთ, – გვითხრა „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ.
ფესტივალმა უმასპინძლა ფოლკლორულ ანსამბლებს ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა–თიანეთიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სვანეთიდან, რაჭიდან, აჭარიდან, თუშეთიდან და კახეთიდან. დასკვნითი კონცერტები გამართეს: „სუხიშვილებმა“, რობი კუხიანიძე&CIRCUS MIRCUS-მა, კახაბერი&ხანუმებმა, ნინო ქათამაძე&Insight-მა და პაპუნა შარიქაძემ, „თამადამ“, GAGA FRANI–მ და REGGAEON–მა.
„Art-გენი 2023“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა.
გააზიარე: