• 20 ივლისს ფესტივალ „Art-გენი 2023-ის“ თბილისის ტური "სუხიშვილებმა" გახსნეს.
• 21 ივლისს მსმენელს წარუდგნენ ფოლკლორული ანსამბლები ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და ჯგუფი „უსახელოური“, დღე კი რობი კუხიანიძისა & CIRCUS MIRCUS-ის კონცერტით დასრულდა.
• 22 ივლისი შიდა ქართლის ფოლკლორული მუსიკის ჯგუფებს და ანსამბლ „აფხაზეთს“ დაეთმო. დღის ბოლოს მსმენელმა „კახაბერი &ხანუმების“ კონცერტით ისიამოვნა.
• 23 ივლისს საკუთარი შემოქმედება წარადგინეს მცხეთა–თიანეთისა და გურიის ფოლკლორულმა ანსამბლებმა – „ურმულმა“ და „დიდგორმა“. შემდეგ მსმენელს ჯგუფი „სამშაბათი“ წარუდგა, ხოლო დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძემ & Insight–მა და პაპუნა შარიქაძემ შემოგვთავაზეს.
„ავერსის“ სივრცეში, ტრადიციულად, ბევრი სახალისო ამბავი ხდებოდა: იყო გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, საგანგებოდ მოწყობილი ზონები ფოტოგადაღებისთვის, მსურველებს შეეძლოთ ულამაზესი აკვაგრიმის გაკეთება, საათში ერთხელ თამაშდებოდა სახის მოვლის საშუალებები.
„Art-გენისა“ და ,,ავერსის“ თანამშრომლობა ამჯერადაც საინტერესოდ და ნაყოფიერად დაიწყო.