ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიღომში, თინათინის ქუჩაზე, „ავერსის“ აფთიაქი გაიხსნა. ამ მცირე ხნის განმავლობაში მან უამრავი ლოიალური მომხმარებელი, მეგობარი და გულშემატკივარი შეიძინა. 7 ივლისს კომპანიამ ავერსულად, ულამაზესი ფურშეტით აღნიშნა ფილიალის დაბადების დღე.
თანამშრომლების წახალისება და მოტივირება ავერსის დიდი ხნის ტრადიციაა. 7 ივლისის ღონისძიება ფარმაცევტებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. სადღესასწაულოდ გაფორმებულ ინტერიერში ავერსელები მომხმარებლებს უგემრიელესი ტორტით უმასპინძლდებიან.
- საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დიღმის აფთიაქში თვის ბოლომდე გაგრძელდება ყოველდღიური ფასდაკლება პარაფარმაცევტულ ნაწარმზე. გარდა ამისა, ყოველ ოცლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ „მესაუდას“ სასაჩუქრე ნაკრებს, - გვითხრა სააფთიაქო ქსელის უფროსმა მენეჯერმა მაია აფციაურმა. მისივე თქმით, ლოიალური მომხმარებლისთვის „ავერსს“ კიდევ არაერთი აქცია და საჩუქარი აქვს დაგეგმილი.
ვულოცავთ აფთიაქს დაბადების დღეს და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ!