“ავერსის კლინიკამ” ბირთვული მედიცინის ცენტრი გახსნა

“ავერსის კლინიკამ” ბირთვული მედიცინის ცენტრი გახსნა

  • 2014-09-12

ცენტრი 11 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიხსნა. ის სრულყოფილად არის აღჭურვილი რადიაქტიური ნივთიერებებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, რითაც რეგიონში არსებული ამ ტიპის სხვა დაწესებულებებისგან გამოირჩევა. ცენტრისთვის ტენდერის გზით შეირჩა ამერიკული კომპანია “General Eelectric”-ის უახლესი თაობის აპარატი განახლების (აფგრეიდის) ფუნქციით, რაც ცენტრს სამომავლოდ “General Eelectric”-ის ყოველგვარი სიახლის დამატების საშუალებას მისცემს. ცენტრს ხელმძღვანელობს ნატალია შენგელია, მედიცინის დოქტორი, რომელიც წლების განმავლობაში ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა ბირთვული მედიცინის სპეციალობით.

ექიმი რადიოლოგია ირაკლი ფორჩხიძეც, ხოლო ტექნიკურ საკითხებს და რადიაციულ უსაფრთხოებას სამედიცინო ფიზიკოსი კახაბერ შამათავა კურირებს. ცენტრში საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ჩადებული. შთამბეჭდავი თანხა დაიხარჯა არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობისთვის, არამედ პაციენტების, მათი ახლობლების, პერსონალისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც. უცხოელმა ექსპერტებმა ცენტრის უსაფრთხოების ხარისხი უმაღლესი კატეგორიით შეაფასეს.
უსაფრთხოებასთან ერთად უდიდესი ყურადღება ექცევა კომფორტს. თითოეული პაციენტი მოთავსდება დამოუკიდებელ პალატაში (რაზეც ყველას არ მიუწვდება ხელი საზღვარგარეთ მკურნალობის დროს), იზოლირებასთან ერთად ექნება ახლობლებთან კონტაქტის საშუალება ფანჯრიდან, განსაზღვრული დისტანციის დაცვით.  ბირთვული მედიცინა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიზნით რადიაქტიურ ნივთიერებებს იყენებს, მაგრამ გამოკვლევები უსაფრთხოა. ამ დროს მიღებული დასხივება არ აღემატება რადიაციის იმ დოზას, რომელსაც ადამიანი იღებს რენტგენოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს.
უკვე ათეული წელია, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის რადიაქტიური მეთოდები მედიცინის მრავალ სფეროში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა (ფარისებრი ჯირკვლის, ძვლების, მიოკარდიუმის, თირკმლის, მოდარაჯე ლიმფური კვანძის სცინტიგრაფია, რადიაქტიური იოდით მკურნალობა და სხვა).
“ავერსის კლინიკის” ბირთვული მედიცინის ცენტრის გახსნა საქართველოში (და არამარტო აქ) მცხოვრებ პაციენტებს საშუალებას აძლევს, უახლესი აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით გამოიკვლიონ სხვადასხვა დაავადება და იმკურნალონ უფრო იაფად, ვიდრე საზღვარგარეთ ზედმიწევნით უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.
გააზიარე: